ტრენინგები



პრემია „შუქის“ მოსაპოვებლად კონკურსი გრძელდება. პრემიის მეოთხე რაუნდში მონაწილეობის მსურველებს განაცხადების გაგზავნა 2024 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით შეუძლიათ.

პრემია „შუქი“ 2023 წლიდან გაიცემა. ერთი წლის განმავლობაში დამოუკიდებელი მედია ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური სამ თვეში ერთხელ საუკეთესო ჟურნალისტური პროდუქტის სამ და ჯამში 12 ავტორს გამოავლენს. გამარჯვებულებს ჯილდოს სახით ფულადი პრემია გადაეცემათ.

პროექტს რეგიონული მედია პორტალი JAMnews- და ესტონეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის ცენტრი ახორციელებენ. მისი მიზანი მედიის როლის გაძლიერება და მაღალი პროფესიული სტანდარტების დამკვიდრებაა. 

ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა?

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ჟურნალისტს ინდივიდუალურად, ან ჟურნალისტების ჯგუფს, თუ საკონკურსო მასალა თანაავტორობით მომზადდა. 

კონკურსანტის მიერ მომზადებული პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს პროფესიულ მედია და ეთიკურ სტანდარტებს, შეიცავდეს სოციალურად მნიშვნელოვან ინფორმაციას, წარმოაჩენდეს დღეისათვის საქართველოში არსებული მნიშვნელოვანი პოლიტიკური თუ ეკონომიკური საკითხების გაშუქებას. 

პრემია „შუქის“ და მეოთხე რაუნდის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ .

 



ჟურნალისტური პრემია „შუქის“  მესამე რაუნდის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია. 

„შუქის“ მესამე რაუნდის გამარჯვებულები არიან:

  • აიდან იუსიფ, მარიამ კაჭკაჭაშვილი, მანანა ღოღობერიძე - ifact

„პარლამენტარის ხმის საფასური,  - რაში გაუცვალა ოპოზიციონერმა ხაბულიანმა ხმა „ქართულ ოცნებას?“

  •  ქეთი თუთბერიძე - სტუდია მონიტორი

„ბეტონის კედლებს მიღმა – ფსიქიატრიულ დაწესებულებებში შელახული უფლებები“

  •  თემო ინასარიძე -  სამხრეთის კარიბჭე

„აქ არა, იქ ილოცეთ – იზღუდება თუ არა მუსლიმი თემის უფლებები დაბა ადიგენში“

პრემია „შუქი“ 2023 წლიდან გაიცემა. ერთი წლის განმავლობაში დამოუკიდებელი მედია ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური სამ თვეში ერთხელ საუკეთესო ჟურნალისტური პროდუქტის სამ და ჯამში 12 ავტორს გამოავლენს. გამარჯვებულებს ჯილდოს სახით ფულადი პრემია გადაეცემათ.

პროექტს რეგიონული მედია პორტალJAMnews-ი და ესტონეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის ცენტრი ახორციელებენ. მისი მიზანი მედიის როლის გაძლიერება და მაღალი პროფესიული სტანდარტების დამკვიდრებაა. 



ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა?

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ჟურნალისტს ინდივიდუალურად, ან ჟურნალისტების ჯგუფს, თუ საკონკურსო მასალა თანაავტორობით მომზადდა. 

კონკურსანტის მიერ მომზადებული პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს პროფესიულ მედია და ეთიკურ სტანდარტებს, შეიცავდეს სოციალურად მნიშვნელოვან ინფორმაციას, წარმოაჩენდეს დღეისათვის საქართველოში არსებული მნიშვნელოვანი პოლიტიკური თუ ეკონომიკური საკითხების გაშუქებას. 

პრემია „შუქის“ და მეოთხე რაუნდის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

 


„რადიო თავისუფლება“ აცხადებს კონკურსს ჟურნალისტებისთვის ვაცლავ ჰაველის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად. 

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა 2024 წლის 1 ივნისია.

კონკურსის პირობებს დეტალურად გაეცანით აქ

 
საგრანტო პროგრამა საგამოძიებო ჟურნალისტიკის პროექტებისთვის "Zinc Network"-ი, USAID-ის მედია პროგრამის ფარგლებში, IREX-თან თანამშრომლობით, აცხადებს საგრანტო პროგრამას საგამოძიებო ჟურნალისტიკის პროექტებისთვის.

რატომ არის მნიშვნელოვანი?
ტრენინგი, რომელიც 6 თვე გაგრძელდება, დაეხმარება ჟურნალისტებს, გამოიმუშაონ უნარები:
  • გამოძიების წარმართვაში,
  • საგამოძიებო იდეის განვითარებაში,
  • ამბის გამოქვეყნების შემდეგ, გავრცელებისათვის, რომ საბოლოო პროდუქტს ეფექტური საზოგადოებრივი წვდომა ჰქონდეს.
"6-თვიანი ტრენინგი მონაწილეებს არამხოლოდ ეფექტური საგამოძიებო რეპორტაჟის შექმნასა და გამოქვეყნებაში დაეხმარება, არამედ ის მონაწილე ჟურნალისტებს ყველა საჭირო უნარით მოამარაგებს, რათა მომავალში საგამოძიებო პროექტები განახორციელონ", — ამბობენ ორგანიზატორები.

ტრენინგის თემები მოიცავს:
  • საგამოძიებო იდეის განვითარებას,
  • OSINT-ს,
  • digital forensics-ს,
  • მონაცემთა ჟურნალისტიკას,
  • წყაროებთან მუშაობას,
  • უსაფრთხოებას,
  • ეთიკას,
  • წარმოებას, ციფრულ გავრცელებასა და სხვა.

ორგანიზატორების თქმით, ამ მოდულებს მსოფლიოს წამყვანი გამომძიებელი რეპორტიორები წარუძღვებიან, რომლებიც ასევე იქნებიან ინდივიდუალური მენტორები, რათა ბენეფიციარებს ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვაში დაეხმარონ.

"საბოლოო ეტაპზე შერჩეული ჟურნალისტები მიიღებენ გრანტს 5, 000 აშშ დოლარის ოდენობით გამოძიების დასაფინანსებლად და ისეთი საჭირო ხარჯების დასაფარად, როგორიცაა მგზავრობა, აღჭურვილობა და ა.შ.", — წერია კონკურსის შესახებ გავრცელებულ ცნობაში.

ვის შეუძლია მონაწილეობა?
  • საქართველოში დაფუძნებულ ჟურნალისტებს (ან ჟურნალისტთა მცირე გუნდებს), რომლებიც მიისწრაფვიან, ისწავლონ წარმატებული გამოძიების ჩატარება და აქამდე არ მიუღიათ მონაწილეობა საგამოძიებო ჟურნალისტიკის ფორმალურ ტრენინგში.

როგორ მივიღო მონაწილეობა? — დეტალები



რა ვიცით "Zinc Network"-ის შესახებ:

"Zinc Network" არის გლობალური საერთაშორისო განვითარების კომპანია, რომლის სათავო ოფისი ლონდონში მდებარეობს.

კომპანიის ოფისები ასევე ვაშინგტონში, ვარშავაში, თბილისსა და ნაირობიშია განთავსებული.

მათი საქმიანობის მიზანია, კომუნიკაციის, ტექნოლოგიისა და ქცევითი მეცნიერების მეშვეობით, მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა განვითარებისა და უსაფრთხოების პროგრამებში.