ჟურნალისტური პრემია „შუქის“
მესამე რაუნდის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია.
„შუქის“ მესამე რაუნდის გამარჯვებულები არიან:
- აიდან იუსიფ, მარიამ კაჭკაჭაშვილი, მანანა ღოღობერიძე - ifact
„პარლამენტარის ხმის საფასური, - რაში გაუცვალა ოპოზიციონერმა ხაბულიანმა ხმა „ქართულ ოცნებას?“
- ქეთი თუთბერიძე - სტუდია მონიტორი
„ბეტონის კედლებს მიღმა – ფსიქიატრიულ დაწესებულებებში შელახული უფლებები“
- თემო ინასარიძე - სამხრეთის კარიბჭე
„აქ არა,
იქ ილოცეთ – იზღუდება თუ არა მუსლიმი თემის უფლებები დაბა
ადიგენში“
პრემია „შუქი“ 2023 წლიდან გაიცემა. ერთი წლის განმავლობაში დამოუკიდებელი მედია ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური სამ თვეში ერთხელ საუკეთესო ჟურნალისტური პროდუქტის სამ და ჯამში 12 ავტორს გამოავლენს. გამარჯვებულებს ჯილდოს სახით ფულადი პრემია გადაეცემათ.
პროექტს რეგიონული მედია პორტალი JAMnews-ი და ესტონეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის ცენტრი ახორციელებენ. მისი მიზანი მედიის როლის გაძლიერება და მაღალი პროფესიული სტანდარტების დამკვიდრებაა.
ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა?
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ჟურნალისტს ინდივიდუალურად, ან ჟურნალისტების ჯგუფს, თუ საკონკურსო მასალა თანაავტორობით მომზადდა.
კონკურსანტის მიერ მომზადებული პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს პროფესიულ მედია და ეთიკურ სტანდარტებს, შეიცავდეს სოციალურად მნიშვნელოვან ინფორმაციას, წარმოაჩენდეს დღეისათვის საქართველოში არსებული მნიშვნელოვანი პოლიტიკური თუ ეკონომიკური საკითხების გაშუქებას.
პრემია „შუქის“ და მეოთხე რაუნდის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.