პრემია „შუქის“ მეოთხე რაუნდის საკონკურსო მასალების მიღება დაიწყო
03.07.2024



პრემია „შუქის“ მოსაპოვებლად კონკურსი გრძელდება. პრემიის მეოთხე რაუნდში მონაწილეობის მსურველებს განაცხადების გაგზავნა 2024 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით შეუძლიათ.

პრემია „შუქი“ 2023 წლიდან გაიცემა. ერთი წლის განმავლობაში დამოუკიდებელი მედია ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური სამ თვეში ერთხელ საუკეთესო ჟურნალისტური პროდუქტის სამ და ჯამში 12 ავტორს გამოავლენს. გამარჯვებულებს ჯილდოს სახით ფულადი პრემია გადაეცემათ.

პროექტს რეგიონული მედია პორტალი JAMnews- და ესტონეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის ცენტრი ახორციელებენ. მისი მიზანი მედიის როლის გაძლიერება და მაღალი პროფესიული სტანდარტების დამკვიდრებაა. 

ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა?

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ჟურნალისტს ინდივიდუალურად, ან ჟურნალისტების ჯგუფს, თუ საკონკურსო მასალა თანაავტორობით მომზადდა. 

კონკურსანტის მიერ მომზადებული პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს პროფესიულ მედია და ეთიკურ სტანდარტებს, შეიცავდეს სოციალურად მნიშვნელოვან ინფორმაციას, წარმოაჩენდეს დღეისათვის საქართველოში არსებული მნიშვნელოვანი პოლიტიკური თუ ეკონომიკური საკითხების გაშუქებას. 

პრემია „შუქის“ და მეოთხე რაუნდის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ .

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ