20.07.2018
19 და 20 ივლისს, ტელეკომპანიებმა “რუსთავი 2”, “იმედი”, “TV პირველი” და “მაესტრო” მაყურებელს დაკავებულის მშობლების კომენტარი ისე შესთავაზეს, რომ რესპონდენტები არ დაუფარავთ. მართალია მათ სახელი და გვარი არ ეწერათ, მაგრამ დაუფარავი კადრებიდან მათი ამოცნობა მარტივად იყო შესაძლებელი. გამონაკლისი იყო საზოგადოებრივი მაუწყებელის პირველი არხი, რომელმაც კადრი დაფარა.
მიუხედავად ამ საქმესთან დაკავშირებით მაღალი საჯარო ინტერესისა, მედია ვალდებულია, პირველ რიგში, გაითვალისწინოს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები. მით უფრო, ამ საქმეზე სასამართლოს განაჩენი არ დამდგარა და შესაბამისად, ამ დროისთვის უცნობია ნამდვილად ჩაიდინა თუ არა იდენტიფიცირებულმა არასრულწლოვანმა დანაშაული.