გამოცემებს: ვერსია, მარშალპრესი, დაიჯესტი, ექსკლუზივნიუსი, რეზონანსი და ITV.ge, რომელთა
წინააღმდეგაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ჟურნალისტური ეთიკის
ქარტიას მიმართა, საბჭომ პირველი (სიზუსტე) და მეხუთე (შესწორება)
პრინციპების დარღვევა დაუდგინა.
სადავო იყო სტატია სათაურით "ეკა ბესელიას იჭერენ?! რატომ არ იყიდა
ივანიშვილმა ბესელიას კომპრომატები". მასალა თავდაპირველად "ვერსიამ"
გამოაქვეყნა, დანარჩენმა ვებსაიტებმა კი იდენტური ინფორმაცია
"ვერსიაზე" დაყრდნობით გაავრცელეს.
სადავო მასალებში პარლამენტის წევრის, ეკა ბესელიას მიმართ გამოთქმულ ბრალდებებთან ერთად ნახსენები იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე მზია თოდუა. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ მზია თოდუას შესახებ გავრცელებული ინფორმაცია იყო დაუზუსტებელი. ამასთან გამოცემებისთვის მიმართვის შემდეგ მასალა სათანადო წესით არ გასწორდა.
განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ პირველ და მეხუთე პრინციპთან ერთად დარღვეული იყო მესამე პრინციპიც, რომლის მიხედვითაც ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია. თუმცა, საბჭომ ამ პრინციპის დარღვევა არ დაადგინა.