26.10.2024
კატეგორია - საქართველო
როგორც ონლაინ გამოცემა „პუბლიკა“ წერს, გლდანში, 39-ე
სკოლასთან, უცნობმა პირებმა, რომლებიც #59 საარჩევნო უბანთან იყრიან
თავს, „პუბლიკას“ რეპორტიორებს სიტყვიერი შეურაცხყოფა
მიაყენეს.
გამოცემის თქმით, ერთ-ერთმა მათგანმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია.