26.10.2024
ვაზისუბანში „TV პირველის“ ოპერატორს თავს
დაესხნენ და კამერა დაუზიანეს. შემთხვევა,
სავარაუდოდ, 53-ე უბნის მიმდებარედ მოხდა, სადაც ტელეკომპანიის
ჟურნალისტი, მარიამ გაფრინდაშვილი და ოპერატორი პაპუნა ხაჩიძე
მობილიზებას იღებდნენ.
„ოცნების სამსახურში ჩამდგარი არშემდგარი ძველი ბიჭები
ვაზისუბნიდან, რომლებიც სახის გამოჩენასაც ვერ ბედავენ, ჩვენს
ოპერატორს ზურგიდან თავს დაესხნენ“, - წერს
„TV პირველი“ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე.