26.10.2024
როგორც „მთავარი არხი“ წერს, კახეთში ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფს:
ია გულიაშვილსა და ლევან დვალს თავს დაესხნენ.
„კახეთში „ოცნების“ ტიტუშკები „მთავარი არხის“ გადამღებ
ჯგუფს თავს დაესხნენ, სუს-ის ე.წ. ქუჩის ბიჭები საარჩევნო უბანთან
იყვნენ შეკრებილები“, -
წერს ტელეკომპანია ფეისბუკის ოფიციალურ
გვერდზე.
კახეთში თავს დაესხნენ და აპარატურა დაუმტვრიეს „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფსაც.
„მთავარი არხისა“ და „ტვ პირველის“ ჟურნალისტებს, ქეთა
ციცქიშვილს და მარიამ გაფრინდაშვილს უცნობი პირი დაუპირისპირდა
და დარბევით დაემუქრა თბილისში, ისნის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზეც.
მანამდე კი, ჟურნალისტები საარჩევნო უბნიდანაც გააძევეს.