„მედიაომბუდსმენმა“ კომუნიკაციების კომისიის საქმიანობის მონიტორინგის
შუალედური
ანგარიში გამოაქვეყნა.
როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის საბაბით, სამართლებრივი დავებისა და მედიის დასჯის მოთხოვნის ინიციატორი „ქართული ოცნებაა“. კომუნიკაციების კომისია და სასამართლო კი გახდნენ თანამონაწილენი, საარჩევნო პერიოდში კიდევ ერთხელ დასჯილიყვნენ კრიტიკული მედიასაშუალებები.
„მედიაომბუდსმენის“ ანგარიშის მიხედვით, „ქართული ოცნების“ მოთხოვნით, მარეგულირებელმა და სასამართლომ ერთი და იმავე საკითხის გამო ორჯერ დასაჯა კრიტიკული ტელევიზიები: „მთავარი არხი”, „ფორმულა“ და „TV პირველი“. „სასამართლო უპირობოდ აკმაყოფილებს კომუნიკაციების კომისიის ყველა მოთხოვნას,“ - აღნიშნულია დოკუმენტში.
შუალედური ანგარიშის თანახმად, კომუნიკაციების კომისია რჩება ინსტრუმენტად „მედიის მოთვინიერებისა და დასჯისათვის“. ხოლო, ComCom-ი თავის პლატფორმა „მედიაკრიტიკას“ მედიის შინაარსობრივი განხილვისა და ჟურნალისტების მიმართ მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულებების წასახალისებლად იყენებს.
„სექტემბრის თვეში გამოქვეყნებული მასალებით „მედიაკრიტიკის“ სარედაქციო პოლიტიკა სრულ თანხვედრაშია მმართველი პარტიის ხედვებთან“.
„მედიაომბუდსმენის“ შუალედურ დასკვნაში სამი ტელევიზიის გუშინდელი ერთობლივი განცხადებაც მოხვდა.
ტელეკომპანიების ერთობლივ განცხადებას „ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ და „მედიის ადვოკატირების კოალიციაც“ გამოეხმაურნენ.
„მედიაომბუდსმენი“ წინასაარჩევნო მონიტორინგს ფარგლებში, comcom-ისა და მასთან დაკავშირებული პლატფორმების საქმიანობას აკვირდება.
ტელეკომპანიების ერთობლივ განცხადებასთან დაკავშირებით იხილეთ
„მედიაჩეკერის“ მასალები:
- „ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ მხარს უჭერს სამი ტელეკომპანიის გადაწყვეტილებას, ეთერში არ განათავსონ არაეთიკური საარჩევნო ვიდეორგოლი
- „ქართული ოცნების“ პოლიტიკური რეკლამის გავრცელების მოთხოვნა მედიის თავისუფლების დარღვევაა - მედიის ადვოკატირების კოალიცია
- „ქართული ოცნება“ ტელევიზიებისგან „ამორალური ბანერების ეთერში გაშვებას“ მოითხოვს - „მთავარი არხის“, „ტვ პირველის“ და „ფორმულას“ განცხადება