ონლაინ მედიის წარმომადგენლებს პარლამენტში არც დღეს შეუშვებენ.
საკანონმდებლო ორგანოს შენობაში 26 ნოემბრიდან მის გაუქმებამდე
უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს, რაც ვიზიტორის შეზღუდვას
გულისხმობს. პარლამენტის
განცხადებით, შენობაში მხოლოდ თითო ტელემაუწყებლის
აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი დაიშვება.
პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ გადაწყვეტილებას
შალვა პაპუაშვილის 2023 წლის 4 სექტემბრის ბრძანების
- „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის
წესის დამტკიცების თაობაზე“ შესაბამისად იღებს.
ონლაინ მედია საკანონმდებლო ორგანოში არც გუშინ
შეუშვეს.
25 ნოემბერს მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული
სხდომა გაიმართა. დილიდანვე საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარეობდა
საპროტესტო აქციაც.
..........................................................................................................................................
საქართველოში საპარლამენტო
არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ
გამოქვეყნებულ შედეგებს საქართველოს პრეზიდენტი, ოპოზიციური პარტიები
და ამომრჩეველთა ნაწილი გაყალბებულად მიიჩნევს და ხელახალ არჩევნებს
ითხოვს. საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე
გამოძიება პროკურატურამ ცესკოს მიმართვის საფუძველზე
დაიწყო.
..........................................................................................................................................
ონლაინ მედიის ჟურნალისტები პარლამენტში
არ დაუშვეს 28 ივნისსაც, პრემიერ მინისტრის, ირაკლი
კობახიძის წლიური ანგარიშის მოსმენისას. ონლაინ მედიის
წარმომადგენლებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა
რუსული კანონის განხილვების დროსაც
ეკრძალებოდათ.