როგორ აისახება პირადი მონაცემების დაცვის შესახებ ევროკავშირის ახალი რეგულაცია ონლაინმედიაზე?
30.03.2018
2018 წლის 25 მაისიდან პირადი მონაცემების დაცვის შესახებ ევროკავშირის ახალი რეგულაცია (GDPR) ამოქმედდება და და ყველა იმ ორგანიზაციას შეეხება, რომელიც მომსახურებას ევროკავშირის მოქალაქეებს უწევს. ახალი რეგულაცია კომპანიების მიერ ჩვენ შესახებ არსებული ინფორმაციის გამოყენებისა და დაცვის ახალ წესებს განსაზღვრავს. მაგალითად, რომელიმე კომპანიაზე კიბერშეტევისას, პერსონალური მონაცემების მოპარვის შემთხვევაში, ის ვალდებული იქნება, რომ მან ფაქტის შესახებ 72 საათის განმავლობაში შესაბამის ორგანოებს აცნობოს. ასევე, ახალი რეგულაციით გაფართოვდა “პერსონალური მონაცემების” ცნებაც და მას რამდენიმე კატეგორია დაემატა. მაგალითად: პერსონალური კომპიუტერის IP მისამართი, ინფორმაცია გენეტიკური მონაცემების შესახებ და ა.შ. ანუ, ყველა ის კომპონენტი, რისი საშუალებითაც ადამიანის იდენტიფიცირებაა შესაძლებელი.

ახალი რეგულაციით, ერთი მხრივ თითოეულ ადამიანისთვის უფრო გამარტივდება, იმის გარვკვევა,თუ რა ინფორმაციას ფლობს ესა თუ ის კომპანია მის შესახებ. მეორე მხრივ კი, კომპანიები ვალდებულები იქნებიან, მკაფიოდ დაასაბუთონ, რისთვის სჭირდებათ მათ მომხმარებლის პერსონალური მონაცემები. გარდა ამისა, მათ ამ მონაცმების მისაღებად მომხმარებლის თანხმობაც დასჭირდებათ.

რეგულაციის თანახმად, სოლიდური იქნება წესების დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმებიც. მაგალითად, GDPR-ის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, კომპანიას ჯარიმის სახით, 20 მილიონამდე ევროს ან წლიური შემოსავლის 4%-ის გადახდა მოუწევს.

როგორ აისახება ცვლილება სოციალურ მედიაზე?

სპეციალისტების შეფასებით, ახალ რეგულაციას, მსოფლიო მასშტაბით, ციფრულ და ონლაინ მედიაზე ტალღისებური ეფექტი ექნება. მიუხედავად იმისა, რომ ახალი ამბების სააგენტოები რეგულაციის პირდაპირი სამიზნე ობიექტები არ არიან, იმის გათვალისწინებით, რომ სხვადსხვა მიზნით, მომხმარებლის მონაცემებს ისინიც იყენებენ, ახალი რეგულაციის მოთხოვნების დაკმაყოფილება მათაც მოუწევთ.

კერძოდ, ახალი ამბების სააგენტოები ვალდებულები იქნებიან, რომ მკითხველის მონაცემების მიღებისა და გამოყენებისთვის, მათგან წინასწარი ნებართვა მიიღონ. რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელმა წინასწარ უნდა იცოდეს ყველა იმ მექანიზმის შესახებ, რისი მეშვეობითაც ეს თუ ის მედიასაშუალება მისი პერონალური მონაცემების გამოყენებას ცდილობს. მათ ამის შესახებ მკაფიო და ნათელი განმარტება უნდა მიიღონ.

ახალმა ინიციატივამ აზრთა სხვადასხაობა გამოიწვია. რედაქტორები ამბობენ, რომ მომხმარებლისგან მისი პერსონალური მონაცემების გამოყენების შესახებ წინასწარი ნებართვის მიღება ახალი გვერდის, ან pop-up-ის ქონას მოითხოვს, რაც ახალ ვიზიტორებს ბლოკავს. გამოცემა Le-monde-ს ერთ-ერთი რედაქტორი ამბობს - “ამის გაკეთება არცერთ ფრანგ რედაქტორს არ სურს, რადგანაც ვიზიტორების 15-20 პროცენტი შეუმცირდება”.

თუმცა ვითარებას საგანაშოდ მაინც არ მიიჩნევს Digital Content Next-ის ვიცე-პრეზიდენტი კრის პედიგო. მისი თქმით, GDPR პატივსაცემი მედიის პოზიციებს კიდევ უფრო გააძილერებს. “ისინი ვალდებულები იქნებიან, რომ დაასაბუთონ, თუ რატომ სურთ მომხმარებლისგან პერსონალური მონაცემების მიღება” - ამბობს პედიგო. მისივე თქმით, ეს მედიისადმი ნდობის ხარისხს კიდევ უფრო გაზრდის.

წყარო: https://www.cjr.org
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ