საგრანტო პროგრამა საგამოძიებო ჟურნალისტიკის პროექტებისთვის
13.03.2023
საგრანტო პროგრამა საგამოძიებო ჟურნალისტიკის პროექტებისთვის "Zinc Network"-ი, USAID-ის მედია პროგრამის ფარგლებში, IREX-თან თანამშრომლობით, აცხადებს საგრანტო პროგრამას საგამოძიებო ჟურნალისტიკის პროექტებისთვის.

რატომ არის მნიშვნელოვანი?
ტრენინგი, რომელიც 6 თვე გაგრძელდება, დაეხმარება ჟურნალისტებს, გამოიმუშაონ უნარები:
  • გამოძიების წარმართვაში,
  • საგამოძიებო იდეის განვითარებაში,
  • ამბის გამოქვეყნების შემდეგ, გავრცელებისათვის, რომ საბოლოო პროდუქტს ეფექტური საზოგადოებრივი წვდომა ჰქონდეს.
"6-თვიანი ტრენინგი მონაწილეებს არამხოლოდ ეფექტური საგამოძიებო რეპორტაჟის შექმნასა და გამოქვეყნებაში დაეხმარება, არამედ ის მონაწილე ჟურნალისტებს ყველა საჭირო უნარით მოამარაგებს, რათა მომავალში საგამოძიებო პროექტები განახორციელონ", — ამბობენ ორგანიზატორები.

ტრენინგის თემები მოიცავს:
  • საგამოძიებო იდეის განვითარებას,
  • OSINT-ს,
  • digital forensics-ს,
  • მონაცემთა ჟურნალისტიკას,
  • წყაროებთან მუშაობას,
  • უსაფრთხოებას,
  • ეთიკას,
  • წარმოებას, ციფრულ გავრცელებასა და სხვა.

ორგანიზატორების თქმით, ამ მოდულებს მსოფლიოს წამყვანი გამომძიებელი რეპორტიორები წარუძღვებიან, რომლებიც ასევე იქნებიან ინდივიდუალური მენტორები, რათა ბენეფიციარებს ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვაში დაეხმარონ.

"საბოლოო ეტაპზე შერჩეული ჟურნალისტები მიიღებენ გრანტს 5, 000 აშშ დოლარის ოდენობით გამოძიების დასაფინანსებლად და ისეთი საჭირო ხარჯების დასაფარად, როგორიცაა მგზავრობა, აღჭურვილობა და ა.შ.", — წერია კონკურსის შესახებ გავრცელებულ ცნობაში.

ვის შეუძლია მონაწილეობა?
  • საქართველოში დაფუძნებულ ჟურნალისტებს (ან ჟურნალისტთა მცირე გუნდებს), რომლებიც მიისწრაფვიან, ისწავლონ წარმატებული გამოძიების ჩატარება და აქამდე არ მიუღიათ მონაწილეობა საგამოძიებო ჟურნალისტიკის ფორმალურ ტრენინგში.

როგორ მივიღო მონაწილეობა? — დეტალები



რა ვიცით "Zinc Network"-ის შესახებ:

"Zinc Network" არის გლობალური საერთაშორისო განვითარების კომპანია, რომლის სათავო ოფისი ლონდონში მდებარეობს.

კომპანიის ოფისები ასევე ვაშინგტონში, ვარშავაში, თბილისსა და ნაირობიშია განთავსებული.

მათი საქმიანობის მიზანია, კომუნიკაციის, ტექნოლოგიისა და ქცევითი მეცნიერების მეშვეობით, მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა განვითარებისა და უსაფრთხოების პროგრამებში.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ