MDF მედიაწიგნიერების ჰაკათონს გამართავს
15.08.2024


მედიის განვითარების ფონდი (MDF), საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, მედიაწიგნიერების ჰაკათონს DataFest Tbilisi 2024-ზე უმასპინძლებს.

ჰაკათონის მიზანი ისეთი ელექტროული რესურსების (კომპიუტერული თამაში, ინტერაქციული სასწავლო ელექტრონული რესურსები) შემუშავებაა, რომელიც ხელს შეუწყობს:

● მედია და ინფორმაციული წიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლებას;

● დეზინფორმაციასთან ბრძოლაში მედიის მომხმარებლების მედიაწიგნიერების უნარებით აღჭურვას;

ჰაკათონში მონაწილეობა შეუძლია 15-35 წლის ნებისმიერ ახალგაზრდას, რომელიც დაინტერესებულია ციფრული ტექნოლოგიებით და სჯერა, რომ მათი გამოყენებით მნიშვნელოვანი გამოწვევების დაძლევა და პრობლემის გადაჭრაა შესაძლებელი;

ჰაკათონის საპრიზო ფონდია 12 000 ევროს ექვივალენტი ლარში (დასაბეგრი თანხა). გამარჯვებულ გუნდებს პროექტის განსახორციელებლად გადაეცემათ:

● I ადგილი - 5, 000 ევროს ექვივალენტი ლარში (დასაბეგრი თანხა).

● II ადგილი - 4,000 ევროს ექვივალენტი ლარში (დასაბეგრი თანხა).

● III ადგილი - 3,000 ევროს ექვივალენტი ლარში (დასაბეგრი თანხა).

მსურველებმა სააპლიკაციო ფორმა, რომლის მიხედვითაც მონაწილეები შეირჩევიან, 30 აგვისტომდე უნდა შეავსონ.

პროექტისა და რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია აქ.

 

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ