18.04.2023
ფორსეტი და AskGov.ge, ღია მმართველობის პარტნიორობასთან (OGP) თანამშრომლობით იწყებენ 1-თვიან სასტიპენდიო პროგრამას — ღია მონაცემთა ჟურნალისტიკა გამჭვირვალობისთვის. მიზანია ღია მონაცემების მეშვეობით კორუფციის, ანგარიშვალდებულებისა და მედიის თავისუფლებისა გაშუქება.
ვისთვის არის ეს სტიპენდია?
- ჟურნალისტებისთვის, ამბის მთხრობელებისთვის, მკვლევრებისთვის, სამოქალაქო აქტივისტებისთვის.
- შეირჩევა 10 სტიპენდიანტი.
"პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ კურსის მონაწილეები შეუერთდებიან AskGov.ge-ის ქსელს, რომელიც ამ ეტაპზე აერთიანებს 700-მდე წევრს სამოქალაქო საზოგადოებიდან", — აცხადებენ ორგანიზატორები.
რა მოდულებია?
- შეხვედრები, მონაცემთა ჟურნალისტიკის ონლაინ ვორკშოპები, ვიზუალიზების ტექნიკები;
- მულტიმედიურ ნაშრომებზე მუშაობა, მენტორების დახმარებით.
პროგრამის მსვლელობისას, სტიპენდიანტი აირჩევს ერთ-ერთ, ამ თემებიდან:
- საჯარო ფინანსების ხარჯვა;
- კორუფციული გარიგებები;
- სახელმწიფო შესყიდვები;
- არაეფექტური ადმინისტრირება;
- დისკრიმინაციული პოლიტიკა;
- ნეპოტიზმი;
- ანგარიშვალდებულებასთან, კორუფციასთან, გამჭვირვალობასთან და მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.
დეტალებისთვის და აპლიკაციის შესავსებად იხილეთ ეს გვერდი