20.06.2023
ხუთწლიანი მედია პროგრამა, მცირე საგრანტო პროგრამით, ხელს უწყობს ქართულ ჟურნალისტიკასა და მედიის სფეროში იმ ინოვაციებსა და ექსპერიმენტებს, რომლებიც მიზნად ფინანსურად და ეკონომიკურად მდგრადი ბიზნეს მოდელების შექმნას ისახავს. ბიზნეს მოდელების საგრანტო პროგრამა ღიაა ონლაინ/ციფრული ჟურნალისტიკის დარგში ნებისმიერი შემოქმედებითი და ინოვაციური იდეის განსახილველად და დასაფინანსებლად.
ახალი ბიზნეს მოდელი შესაძლოა მოიცავდეს:
- ჟურნალისტური პროდუქტის შექმნას მიზნობრივი აუდიტორიისთვის; მედიის მიერ ასეთი აუდიტორიის ჩართულობის გაზრდას ახალი ამბების თემების მომზადების პროცესში.
- მიზნობრივი აუდიტორია შესაძლოა შერჩეული იყოს გეოგრაფიულად (ადგილობრივი მედია, სათემო მედია) ან კონკრეტული ინტერესის სფეროს გათვალისწინებით (სტუდენტური ან/და დარგობრივი მედია).
ტექნოლოგიური მიდგომების მოძებნას აუდიტორიისათვის სასარგებლო და საჭირო ამბების გასავრცელებლად. მაგალითისთვის, ეს შეიძლება იყოს:
- ისეთი ახალი, ადგილობრივი მედიაპლატფორმის შექმნა, რომელიც ახალი ამბებისა ადგილობრივი სერვისების ინფორმაციის შერწყმით უპასუხებს ბაზარზე არსებულ მოთხოვნას და შექმნის შემოსავლის წყაროს.
- სხვა ტექნოლოგიურ ინოვაციას, რომელიც მედიის თანამედროვე გამოწვევებს პასუხობს.
დეტალები:
- თითო პროექტის სავარაუდო დაფინანსების ოდენობა: $6000;
- პირველი რაუნდში შეირჩევა 3 პროექტი;
- გრანტის ხანგრძლივობა 4 თვე;
- შერჩეული პროექტი შესაძლოა დაფინანსდეს ერთიანად ან ეტაპობრივად;
- საგრანტო კონკურსი ორეტაპიანია. პირველ ეტაპზე საჭიროა მხოლოდ იდეის ზოგადი მონახაზის გაზიარება.
საქართველოში USAID-ის მედია პროგრამა ხუთწლიანი პროგრამაა, რომელსაც აფინანსებს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ახორციელებს IREX.
სრული ინფორმაციისთვის და განცხადების გასაგზავნად, ეწვიეთ ამ გვერდს.