13.11.2024
ონლაინ გამოცემა „ტაბულა“ ახალი ამბების ჟურნალისტის პოზიციაზე (სრული
განაკვეთი) ვაკანსიას აცხადებს.
ჟურნალისტის ძირითადი მოვალეობა:
ახალი ამბებისა და თემატური მასალების მოძიება და მომზადება;
მოთხოვნა:
- გამართულად წერისა და თხრობის უნარები;
- გადაღებებზე სიარულის, აქციების და სხვადასხვა აქტივობის გაშუქების უნარები და გამოცდილება;
- ოპერატიულად მუშაობის უნარი, მათ შორის სტრესულ პირობებში;
- იციან უცხო ენა (სავალდებულოა – ინგლისური ენა);
- იცნობენ პროფესიულ სტანდარტებსა და მედიაეთიკას.
- ამასთან ერთად, ეკონომიკური თემების მიმართ ინტერესი და მათზე წერის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე, სამოტივაციო წერილი და მის მიერ დაწერილი/გამოქვეყნებული მასალები 20 ნოემბრამდე უნდა გააგზავნონ შემდეგ მისამართზე: info@tabula.ge
როგორც „ტაბულა“ წერს, ანაზღაურება კანდიდატის სამუშაო გამოცდილებისა და უნარ-ჩვევების შესაბამისად განისაზღვრება (დამატებით ინფორმაციას ანაზღაურების შესახებ შერჩეული კანდიდატები გასაუბრების დროს მიიღებენ);