სახელმწიფო ვერ ხედავდა უშემოსავლოდ დარჩენილ ადამიანებს - მანანა ქველიაშვილი, ბათუმელები [Audio]
05.10.2020

"როდესაც კარანტინი გამოცხადდა, ყოველდღიურად ათობით ზარი და შეტყობინება შემოდიოდა, მოქალაქეები გვწერდნენ ერთადერთ რამეს, ეს იყო საკვები", - ონლაინგამოცემა "ბათუმელების" ჟურნალისტი მანანა ქველიაშვილი გვიყვება, რა ძალისხმევა გასწია ადგილობრივმა მედიამ კორონავირუსის პანდემიის გამო ყოველდღიური შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოქალაქეების დასახმარებლად, რომელთაც იმ პერიოდში უკიდურესად გაუჭირდათ.



პოდკასტი მომზადებულია "მულტიმედია განათლების ცენტრის" მიერ პროექტის "ცხოვრება კოვიდთან ერთად" ფარგლებში.

პროექტი გაგაცნობთ იმ ჟურნალისტების შეფასებებს, რომლებიც საქართველოს რეგიონებში კოვიდ-19-ის თემაზე მუშაობენ.

პოდკასტი ჩაწერილია 30 სექტემბერს.


ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ