კოვიდმა კიდევ ერთხელ აჩვენა სათემო რადიოს მნიშვნელობა - ლუიზა მუთოშვილი, პანკისი
16.11.2020
„გუშინ დამიდასტურდა კოვიდი და ჯერ არავინ დამკავშირებია. პანკისის ხეობაში ოფიციალურად მხოლოდ 3 თუ 4 შემთხვევაა აღრიცხული, თუმცა, ამის მიღმა, ვირუსი ძალიან მოდებულია, უბრალოდ, არავინ მიდის ექიმთან და არც ეპიდემიოლოგები ინტერესდებიან. ის განგაში, რაც რამდენიმე თვის წინ იყო გამოცხადებული, დღეს აღარ არის“, - ამბობს ლუიზა მუთოშვილი, პანკისის სათემო რადიო / Radio Way-ს რედაქტორი.

პოდკასტების სერია - “ცხოვრება კოვიდთან ერთად” , ამჯერად პანკისის სათემო რადიოს მასპინძლობს. რადიოს რედაქტორი ამბობს, რომ ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებების, მაგალითად, სათემო რადიოების არსებობა, ისეთი ხეობისთვის, როგორიც პანკისის ხეობაა, ძალიან მნიშვნელოვანია.



პოდკასტი მომზადებულია "მულტიმედია განათლების ცენტრის” მიერ

ინტერვიუ ჩაწერილია 10 ნოემბერს

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ