'ჩვენს შემთხვევაში ზუმით და სხვა პლატფორმებით საქმის კეთება არ გამოდის' - გელა მთივლიშვილი, მთის ამბები
07.12.2020
"კორონავირუსის პანდემიით თუკი ვინმე დაზარალდა, უპირველესად მთის მოსახლეობა. უკანასკნელ წლებში მათი შემოსავლის დიდი ნაწილი მთლიანად ტურიზმზე იყო დამოკიდებული, საზღვრების დაკეტვამ კი ისინი შემოსავლის გარეშე დატოვა. მთის კურორტებზე ფიქრობდნენ, რომ ცოტა მაინც ამოისუნთქებდნენ, მაგრამ ვირუსის შემთხვევების ზრდის გამო მთავრობამ სათხილამურო კურორტებიც დაკეტა, სულ მცირე 2021 წლის იანვრის ჩათვლით, ეს ნიშნავს, რომ ზაფხულის სეზონთან ერთად, ზამთრის სეზონიც ჩავარდნილია...

რა შეცვალა კორონავირუსმა მთის ამბების საქმიანობაში? ბევრი რამ!.. 

იმ რეგიონებში სადაც ჩვენ ვმუშაობთ და საიდანაც რეპორტაჟებს ვამზადებთ, უმეტესად არ არის ნორმალური ინტერნეტი, ან, საერთოდ არ არის. ამიტომ, ჩვენს შემთხვევაში ზუმით და სხვა პლატფორმების გამოყენებით საქმის კეთება არ გამოდის", -  გელა მთივლიშვილი, "მთის ამბების" რედაქტორი გვიამბობს რა შეცვალა კორონავირუსის პანდემიამ " მთაში მცხოვრებლებისთვის და ასევე "მთის ამბებისთვის", რომელიც საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსია.



ვაგრძელებთ პოდკასტების სერიას - “ცხოვრება კოვიდთან ერთად”, რომელიც მომზადებულია "მულტიმედია განათლების ცენტრის” მიერ.

ინტერვიუ ჩაწერილია 3 დეკემბერს.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ