გვაქვს განცდა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში მედიისთვის ბევრი ინფორმაცია დახურულია - ნინო თოლორაია, ლაივპრესი
15.12.2020

"რამდენიმე დღის წინ Abaza.tv-ს ჟურნალისტმა მოამზადა რეპორტაჟი სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოზე, რომელიც გუდაუთის საავადმყოფოსთან ერთად კოვიდთან ბრძოლაშია ჩართული. ჟურნალისტი ამბობს, რომ იქ ერთი თავისუფალი საწოლიც კი არ არის და დროდადრო მათ ტრანსფორმატორის გამოყენებაც კი უწევთ, იმიტომ, რომ ენგურჰესის გაჩერების გამო აფხაზეთში ელექტროენერგიის სერიოზული დეფიციტია. იქ როგორც საავადმყოფოს, ასევე მოქალაქეებს, "გრაფიკით" მიეწოდებათ ელექტროენერგია", - ნინო თოლორაია, ონლაინგამოცემა "ლაივპრესიდან" გვიყვება ოკუპირებულ აფხაზეთში პანდემიის გამო შექმნილ ვითარებაზე.



პოდკასტი მომზადებულია "მულტიმედია განათლების ცენტრის” მიერ სერიისთვის - “ცხოვრება კოვიდთან ერთად”.

ინტერვიუ ჩაწერილია 7 დეკემბერს.




ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ