09.09.2016
8 სექტემბერს “ექსპო ჯორჯიას” საგამოფენო სივრცეში გამართულ
ღონისძიებაზე გიორგი კვირკაშვილმა საარჩევნო პროგრამა წარადგინა.
რამდენიმე ტელეკომპანიამ პროგრამის წარდგენა პირდაპირ ეთერში სრულად
აჩვენა. ტაბულას, რუსთავი 2-სა და კავკასიას წარდგენა პირდაპირ ეთერში
არ გაუშვიათ, ხოლო TV პირველზე ჩართვის ხანგრძლივობა 7 წუთი იყო.
დანარჩენმა ტელევიზიებმა პროგრამის წარდგენა სრულად, საათზე მეტი
ქრონომეტრაჟით გვიჩვენეს.