„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ რეგიონული მედიის საქმიანობის
შეზღუდვიის ფაქტებს ეხმიენება და „აჭარა თაიმსის“ რედაქტორის სულხან
მესხიძისა და TOK-TV-ის ჟურნალისტების, მიხეილ დარბაიძისა და ინგა
ირიციანის წინააღმდეგ მორიგ უკანონო ხელშეშლისა და დისკრედიტაციის
შემთხვევებს
გმობს.
კოალიციის განცხადებით, აღნიშნული ქმედებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ და მის მიერ ორგანიზებული პირები სისტემატურად ცდილობენ დამოუკიდებელი ჟურნალისტური საქმიანობის შეზღუდვას და მედიის დისკრედიტაციას.
„“ქართული ოცნების” პირობებში მედია უმძიმესი ზეწოლისა და თავდასხმის ქვეშ იმყოფება. რეჟიმი ორგანიზებას უწევს მედიის წინააღმდეგ თავდასხმებს, ემუქრება, უკანონოდ აჯარიმებს და თვეზე მეტია უკანონო პატიმრობაში გამომცემლობა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი. ტოტალური დაუსჯელობა ფონზე მედიაზე თავდასხმაში მონაწილე არც ერთი პირი არ გამოვლენილა და პასუხისგებაში არ მიეცა“.
„მედიის ადვოკატირების კოალიციის“ შეფასებით, არსებული გარემოში დამოუკიდებელი მედიის მუშაობა ყოველდღიური ბრძოლაა. ხოლო, თავისუფალი მედია დემოკრატიის ფუნდამენტური ნაწილია, და მასზე თავდასხმა პირდაპირი დარტყმაა ქვეყნის დემოკრატიულ ღირებულებებზე.
27 თებერვალს ბათუმში, „ოცნების ქალაქში“ შენობის სახურავის ჩამონგრევის გაშუქებისას „აჭარა თაიმსის“ რედაქტორ სულხან მესძიხეს უცნობი პირი პროფესიულ საქმიანობაში უშლიდა ხელს და მის გაძევებას ცდილობდა.
27 თებერვალსვე ახალციხის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა TOK TV-ს ჟურნალისტებს მიშო დარბაიძესა და ინგა ირიციანს „მხარე“ უწოდა და დარბაიძის მიერ დასმული კითხვები გამარტივებული შესყიდვების და ამ მიმართულებით კორუფციული რისკების შესახებ „მავნებლურად“ და „ჭორაობად“ შეაფასა. მერმა „მხარედ“ მოიხსენია „სამხრეთის კარიბჭის“ ჟურნალისტი ნუკა სტეფნაძეც, რომელიც კოლეგებს გამოექომაგა და ირაკლი ლაზარიშვილს კორექტულობისკენ მოუწოდა.