04.03.2019
- ნინო მინდიაშვილი - ფილოლოგიის დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
- მანანა ღოღობერიძე - „ეტალონი მედიის“ დირექტორი, უფროსი მენეჯერი "ეტალონი-მედია ჯგუფისა", რომელსაც ეკუთვნის ვებსაიტები etaloni.ge და izrune.ge;
- მიხეილ ჩიკვილაძე - თბილისის N35-ე საჯარო სკოლის დირექტორი. სხვადასხვა დროს იყო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი და დირექტორი სხვადასხვა სკოლაში. საკონკურსო კომისიასთან გასაუბრებისას მან აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ამჟამინდელი დირექტორი, ვასილ მაღლაფერიძე მისი მეგობარია. "ბატონ ვასილს მე ვიცნობ ჯერ კიდევ უნივერსიტეტიდან... ჩვენ ვმეგობრობდით და დღესაც გრძელდება ეს მეგობრობა", თქვა მან და დასძინა, რომ იშვიათად ხვდებიან ერთმანეთს.
კონკურსში ასევე მონაწილეობდნენ მალხაზ ასლამაზაშვილი, დონარა შონავა, ზაალ ანჯაფარიძე, მიხეილ ჭიაურელი, ია მამალაძე, თუმცა მათ ვერ მოიპოვეს 5 და მეტი ხმა, რაც განსაზღვრული იყო საკონკურსო კომისიის დებულებით.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატის შესარჩევმა საპარლამენტო საკონკურსო კომისიამ პირველი სხდომა 25 თებერვალს გამართა. საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე - სოსო გალუმაშვილი, მდივანი კი ერმილე მესხია იყო.
სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისიის წევრები იყვნენ
- სოსო გალუმაშვილი(საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტი, პიარსააგენტო „ჯეპრას“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი; გოდერძი შარაშია – ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტი;
- ბონდო მძინარაშვილი – ტელეკომპანია „ობიექტივის“ მთავარი რედაქტორი;
- ეთერ (ბაია) გადაბაძე – მედიამენეჯერი;
- ნინო ახვლედიანი – ჟურნალისტი, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის პიარ ხელმძღვანელი;
- სალომე უგულავა – ჟურნალისტი, ონლაინგამოცემა „ტაბულას“ მთავარი რედაქტორი;
- ერმილე მესხია – ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი;
- დავით ცხადაძე – კინოპერატორი, ხელოვნებათმცოდნე;
- ნათია კუპრაშვილი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ჟურნალისტიკის რესურსცენტრის თავმჯდომარე.