2019-2020 სასწავლო წელს ჟურნალისტიკის მიმართულებებზე მიღებას 17
უნივერსიტეტი აცხადებს. ჩვიდმეტივე უნივერსიტეტს საერთო ჯამში 1692
აბიტურიენტის მიღება შეუძლია.
ჟურნალისტობის მსურველებისთვის ბაკალავრის საფეხურზე სწავლა
ოთხწლიანია და ყველა უნივერსიტეტში ინდივიდუალური პროგრამით
მიმდინარეობს. სახელმწიფო უნივერსიტეტებში წლიური გადასახადი 2250
ლარია, კერძო უნივერსიტეტებში კი 1500-დან 5900 ლარამდე მერყეობს.
სახელმწიფო სასწავლო გრანტის (50%, 70% და 100%) მოპოვების შანსი
ყველა აბიტურიენტს აქვს. უნივერსიტეტების ნაწილი წარმატებულ
აბიტურიენტებსა და სტუდენტებს ინდივიდუალურ შიდა დაფინანსებებსაც
სთავაზობს.
საბაკალავროსგან განსხვავებით, ჟურნალისტიკის სამაგისტრო პროგრამა
საქართველოში მხოლოდ 8 უნივერსიტეტს აქვს. მაგისტრატურაში ჯამში 130
ვაკანტური ადგილია. სამაგისტრო პროგრამა ორწლიანია და წლიური
გადასახადი 2000-დან 3200 ლარამდე მერყეობს.
მაგისტრატურაში დაფინანსების კონკურსი ბაკალავრიატისგან
განსხვავებულია. სამაგისტრო პროგრამებზე სასწავლებლად სახელმწიფო
მხოლოდ 100%-იან გრანტს გასცემს.
აბიტურიენტებს სასურველი მიმართულებისა და უნივერსიტეტის შერჩევა
აბიტურიენტების ცნობარში
შეუძლიათ. ბაკალავრის ხარისხის მქონე პირებისთვის კი 2019 წლის
სამაგისტრო პროგრამების გაცნობა სამაგისტრო გზამკვლევშია
ხელმისაწვდომი.
ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის
რეგისტრაცია 12 მარტს დაიწყო. გამოცდების
ჩასაბარებლად მსურველებმა რეგისტრაცია 3 აპრილის 18:00 საათამდე უნდა
გაიარონ.