2 ხმა მერაბ წულუკიძეს, ასევე 2 ხმა თინათინ ცისკარაძეს და 1 ხმა შოთა გურაბანიძეს - ამ შედეგებით დასრულდა დღეს, 10 ივლისს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის განმეორებითი შესარჩევი კონკურსის პირველი ტური. დირექტორის შესარჩევად მეორე ტურია საჭირო, რომელიც დღესვე, დაახლოებით ნახევარ საათში [19:30 სთ) გაიმართება.
როგორც მრჩეველთა საბჭომ განმარტა, მეორე ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას, ესენი კი არიან მერაბ წულუკიძე და თინათინ ცისკარაძე. მერაბ წულუკიძე არის საზოგადოებრივი მაუწყებლის კორესპონდენტი აჭარის რეგიონში, თინათინ ცისკარიძე კი ჟურნალისტი, “დოიჩე ველეს აკადემიის” ტრენერი.
დირექტორის შესარჩევ კონკურსში 12 კანდიდატი მონაწილეობს:
ციალა ქათამაძე, თინათინ ცისკარიძე, ფირუზ ბოლქვაძე, დავით
დიასამიძე, შოთა ზოიძე, გიორგი კოხრეიძე, გიორგი წულაია, ირმა ზოიძე,
ბაჩო გურაბანიძე, ბაჩუკი ჩხეიძე, მერაბ წულუკიძე და დავით
ჩხარტიშვილი. ამ 12-დან მხოლოდ 5-ია
ისეთი კანდიდატი, რომელიც წინა, ჩაშლილ კონკურსში არ მონაწილეობდა -
ციალა ქათამაძე, თინათინ ცისკარიძე, ფირუზ ბოლქვაძე, დავით დიასამიძე,
შოთა ზოიძე.
აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად
კონკურსი მას შემდეგ გამოცხადდა, რაც მრჩეველთა საბჭომ ყოფილი
დირექტორი ნათია კაპანაძე იმპიჩმენტის წესით გადაირჩია. პირველ მცდელობაზე, 31
მაისს, კონკურსი ჩავარდა, რადგან
დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილე რვა კანდიდატიდან
დირექტორობისთვის საკმარისი 3 ხმა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ
დააგროვა.