18.07.2019
"რუსთავი 2" და მისი ამჟამინდელი მფლობელები შემდეგი მუხლების დარღვევაზე დაობდნენ:
- სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება (მუხლი 6 § 1)
- გამოხატვის თავისუფლება (მუხლი 10)
- უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები (მუხლი 18)
- საკუთრების დაცვა (პირველი პროტოკოლის პირველი მუხლი)
ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ სამართლიანი სასამართლოს უფლების
შელახვა არ დადგინდა. სხვა უფლებების შელახვაზე კი
სასამართლოს არც
უმსჯელია, რადგან ამ მუხლებზე სარჩელი
წარმოებაში არ
მიიღო .
"რუსთავი 2-მა" სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ საამართლოს
მას შემდეგ მიმართა, რაც საქართველოს სასამართლომ ტელეკომპანია
ადრინდელ მესაკუთრეს, ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.
ევროპულმა სასამართლომ დროებითი ღონისძიება გამოიყენა და 2017 წელს
შეაჩერა უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რამაც
ტელეკომპანიას საშუალება
მისცა რომ იმავე
მფლობელების და მენეჯმენტის პირობებში გაეგრძელებინა მუშაობა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეს შეჩერების მექანიზმიც
გაუქმებულია.