აჭარის ტელევიზიის დირექტორი მესამედაც ვერ აირჩიეს
22.08.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი მრჩეველთა საბჭომ მესამე ცდაზეც ვერ აირჩია.   22 აგვისტოს გამართულ კენჭისყრაზე თავდაპირველად გიორგი კოხრეიძემ 2 ხმა მიიღო, თინათინ ცისკარაძემ კი 1.  იმისათვის, რომ დირექტორი აირჩიონ, საჭიროა მრჩეველთა საბჭოს მინიმუმ 3 წევრის თანხმობა. ამიტომაც გაიმართა მეორე ტური, თუმცა, ამ შემთხვევაშიც ხმები იგივენაირად გაიყო. კონკურსი მეოთხედ გამოცხადდება.

მრჩეველთა საბჭო კენჭისყრაში არასრული შემადგენლობით მონაწილეობდა, საბჭოს ხუთი წევრიდან დირექტორს მხოლოდ სამი ირჩევდა - ბეჟან გობაძემ ხმის მიცემაზე უარი თქვა, გიორგი ირემაძე კი სხდომას საერთოდ არ ესწრებოდა. ხმის მიცემის პროცესში მხოლოდ ნატა იმედაიშვილი, გიგა ჩხარტიშვილი და ირაკლი დარცმელიძე მონაწილეობდენ. 

წინა ორ შემთხვევაშიც ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო 
 საკმარისი ხმები  და კონკურსი ჩაიშალა. 

მესამე მცდელობაზე აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის შესარჩევ კონკურსში 8 კანდიდატი დარეგისტრირდა. მათმა ნაწილმა გასაუბრების ეტაპს "კომიკური"  უწოდა, იმ მოტივით, რომ 8 კანდიდატიდან 7 მინიმუმ მეორედ მონაწილეობდა ამ კონკურსში და მრჩეველთა საბჭოც მეორე ესაუბრებოდა მათ.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი მას შემდეგ გამოცხადდა, რაც მრჩეველთა საბჭომ ყოფილი დირექტორი ნათია კაპანაძე 19 აპრილს იმპიჩმენტის წესით გადაირჩია.   მას შემდეგ  4 თვის განმავლობაში არხს დირექტორის მოადგილე, ნათია ზოიძე ხელმძღვანელობდა. 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ