12.09.2019
„კიბერთავდასხმის შედეგად, დღეს მაუწყებლის ქსელში მოხდა ვირუსის გავრცელება, რამაც დაშიფრა და გაანადგურა საქართველოს პირველი არხის სერვერებზე არსებული მნიშვნელოვანი ფაილები. ამ დროისთვის მაუწყებლის სხვა სერვერებზე ვირუსის გავრცელების თავიდან აცილება მოხერხდა“, - აღნიშნულია საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მაუწყებლის ინფორმაციით, ფაქტის შესახებ საქართველოს პირველმა არხმა აცნობა შინაგან საქმეთა სამინისტროს და უწყებამ საგამოძიებო მოქმედებები უკვე დაიწყო: „გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 284 მუხლის 1-ლი ნაწილით და 286-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევასა და კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს.“