20.11.2019
როგორც ტელეკომპანია “ფორმულას” დირექტორი ზუკა გუმბარიძე “მედიაჩეკერთან” განმარტავს, გადაცემის სტუდიური ჩანაწერები გაკეთდება ავსტრიაში, სადაც დავით კიკალიშვილი ცხოვრობს.
მისივე განმარტებით, გადაცემა ძირითადად ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების თემებს შეეხება: “ცხადია იქნება საქართველოსთან კორალაციაში და კავშირში მყოფი საკითხების განხილვაც”.
ზუკა გუმბარიძე ამბობს, რომ მოლაპარაკებები სხვადასხვა ქვეყნის ფრილანსერ ჟურნალისტებთანაც მიმდინარებს. Როდის გავა გადაცემა ეთერში, ამ ეტაპზე ზუსტად განსაზღვრული არ არის. Ზუკა გუმბარიძე ამბობს, რომ "ფორმულა ევროპიდან" სავარაუდოდ იქნება შაბათს ან კვირას, საღამოს, პრაიმ-ტაიმში. ჯერჯერობით ასევე უცნობია, მოესწრება თუ არა გადაცემის დაწყება მიმდინარე წელს.
დავით კიკალიშვილი 20 წლის განმავლობაში "რუსთავი 2-ზე" გადაცემა "პოსტ სკრიპტუმის" წამყვანი იყო. არხი მან 2016 წელს დატოვა და საცხოვრებლად ავსტრიაში გადავიდა.
შეგახსენებთ, ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერით დაუბრუნდა ჟურნალისტიკას კიდევ ერთი ყოფილი ტელეწამყვანი გიორგი თარგამაძე. მას არხზე ყოველდღიური ტოქშოუ "გიორგი თარგამაძის ფორმულა" მიჰყავს.