2019 წლის 18 ივლისს ადამიანის
უფლებების ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა საქართველოს სამივე
ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მესაკუთრედ აღიარებული იქნა ბიზნესმენი
ქიბარ ხალვაში.
ქიბარ ხალვაშმა სასამართლოს 2015 წელს მიმართა “რუსთავი 2-ის”
წილებთან დაკავშირებით. ის ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ წილები
ამორალური გარიგების საფუძველზე დაათმობინეს და არაკეთილსინდისიერი
შემძენები იყვნენ ისინი, ვინც მომდევნო წლებში დაისაკუთრეს “რუსთავი
2”.
ხალვაშამდე 3 წლით ადრე, 2012 წელს, “რუსთავი 2-ის” წილების საქმეზე
დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ იჩივლეს, ოღონდ, ხალვაშისგან
განსხვავებით, არა სასამართლოში, არამედ პროკურატურაში. პროკურატურაში
ამ დრომდე მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის გამოძიება “რუსთავი
2“-ის დამფუძნებლების - დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის ქონებრივი
უფლების იძულებით გადაცემის ფაქტზე. ამის პარალელურად, 2019 წლის
ოქტომბერში თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში მიიღო დვალისა
და აქიმის სარჩელი, რომლითაც ისინი კუთვნილი 60% წილის დაბრუნებას
ითხოვენ ტელეკომპანია “რუსთავი 2-ში” იგივე არგუმენტებით, რა
არგუმენტებითაც უზენაესმა სასამართლომ ქიბარ ხალვაშს დაუბრუნა
ტელევიზია.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ “რუსთავი 2-ის”
ახალმა გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ტელევიზიიდან დაითხოვა საინფორმაციო სამსახურის
უფროსი და რამდენიმე მთავარი სახე, რის გამოც, ტელევიზია პროტესტის
ნიშნად დატოვა ტელევიზიის თანამშრომლების
საკმაოდ დიდმა ნაწილმა.
არხის საინფორმაციო პროგრამა “კურიერი” 1 თვის განმავლობაში არ
გადიოდა ეთერში, ხოლო 25 სექტემბერს ეთერს ახალი წამყვანით დაბრუნდა - ნათია ლაზაშვილი
მანამდე მთავრობის ადმინისტრაციასა და პროკურატურაში მუშაობდა
კონსულტანტად.
“რუსთავი 2-ის” ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ
ტელეკომპანია “მთავარი” დააფუძნა. “მთავარი” 9
სექტემბრიდან მაუწყებლობს და მის კონტენტს
“რუსთავი 2-დან” წასული თანამშრომლების ნაწილი ქმნის.
“რუსთავი 2-დან” წასული
თანამშრომლების ნაწილი მუშაობს კიდევ ერთ ახალდაფუძნებულ
ტელეკომპანიაშიც. “ფორმულა” 1-ლი ოქტომბრიდან მაუწყებლობს. “ფორმულაში”
საკონტროლო წილს დავით კეზერაშვილი ფლობს, რომელიც “ნაციონალური
მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში თავდაცვის მინისტრის პოსტზე
მუშაობდა.
2. ბრძოლა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის და ხელისუფლების გავლენის ზრდა ტელევიზიებში

ტელევიზიის გენერალური დირექტორის პოსტიდან აპრილში გადააყენეს ნათია კაპანაძე, რის შემდეგაც ტელევიზიის გენერალური დირექტორის მოვალეობას ნათია ზოიძე ასრულებდა, რომელიც ინარჩუნებდა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ხელისუფლების ზეგავლენისგან დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკას. ხელისუფლებისადმი კრიტიკული დამოკიდებულების გამო, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი მმართველი პარტიის გენერალური დირექტორის, ბიძინა ივანიშვილის სამიზნე გახდა მიმდინარე წლის ზაფხულში, როცა მან ტელევიზია “ნაციონალური მოძრაობის” ფილიალად მოიხსენია.
ნოემბერში, რამდენჯერმე ჩაშლილი კონკურსის შემდეგ, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად გიორგი კოხრეიძე აირჩიეს, რომელსაც იმთავითვე მოიაზრებდნენ სახელისუფლებო კანდიდატად. გიორგი კოხრეიძე - 2014-2018 წლებში იყო საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი და იგი ამ პოზიციაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით იყო არჩეული. აჭარის ტელევიზიის დირექტორის პოზიციაზე მუშაობას კოხრეიძე იმით შეუდგა, რომ ნათია ზოიძეს ხელშეკრულება შეუცვალა, რომლითაც სარედაქციო პოლიტიკის მართვის უფლება ჩამოართვა.
ჯერ უცნობია, შეძლებენ თუ არა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები სამსახურის და სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნებას. რას და როგორ შეცვლის ახალი გენერალური დირექტორი, ეს უკვე 2020 წელს გამოაშკარავდება.

ხელისუფლებისა და ბიძინა ივანიშვილის მიმართ ერთგვარ დითირამბებს ეთმობა “იმედის” ახალი პოლიტიკური ტოქშოუ “არენა”, ხოლო თავად ლალიაშვილის გადაცემა “SWOT ანალიზი” ერთადერთია, რომელსაც ერთმანეთის მიყოლებით სტუმრობენ ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები, ბიძინა ივანიშვილის ჩათვლით და რომლებთანაც არასდროს აქვს კრიტიკული შეკითხვა გადაცემის წამყვანს.

25 ნოემბრიდან მაუწყებლობა დაიწყო ხელისუფლებასთან დაახლოებულმა კიდევ ერთმა ჯგუფმა - “პოს ტვ-მ”.

40-მდე ჟურნალისტი დაშავდა 20 ივნისის ღამეს აქციის დაშლის დროს, როცა მათ სამართალდამცავები დამიზნებით ესროდნენ რეზინის ტყვიებს. ეს საქმე ამ დრომდე გამოუძიებელია.
ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა 2019 წელს, რომელთა დიდი ნაწილი, ასევე, გამოუძიებელია.
- იხილეთ ამ თემაზე ვრცლად: ჟურნალისტებზე ზეწოლის გახშირებული და გამოუძიებელი ფაქტები
4. სისხლის სამართლის საქმეები კრიტიკულ მედიასთან დაკავშირებული პირების წინააღმდეგ
ტელეკომპანია “მთავარის” 2 მესაკუთრის ნიკა გვარამიასა და გიორგი რურუას წინააღმდეგ ხელისუფლება სისხლის სამართლებრივ დევნას ახორციელებს. რურუა 18 ნოემბერს დააკავეს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვა-ტარების ბრალდებით (სსკ 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები) და 20 ნოემბერს პატიმრობა შეუფარდეს. იგი ამ დრომდე პატიმრობაში რჩება და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს. ამასთან, 25 დეკემბერს პროკურატურამ მას ახალი ბრალი წარუდგინა - სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა (სსკ 381-ე მუხლის პირველი ნაწილი), ვინაიდან ბრალდებული უარს აცადებს დნმ-ის ნიმუშების ჩაბარებაზე.
მანამდე, 2019 წლის 9 აგვისტოს ნიკა გვარამიას ბრალი წარუდგინეს “რუსთავი 2-ში” გენერალური დირექტორის პოსტზე მუშაობის პერიოდში “საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებისთვის ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია” (სსკ 220-ე მუხლი). მას ამ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 40 ათას ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. 1 ნოემბერს ამავე საქმეზე გვარამიას პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა, მას დამატებით ბრალი ედება “საწარმოში ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია”. 5 დეკემბერს გვარამია სუს-ში დაიბარეს გამოკითხვაზე, თუმცა უცნობია, ამჯერად კონკრეტულად რომელ საქმეს უკავშირდება მისი დაბარება. თავად გვარამია ვარაუდობდა, რომ ეს უკავშირდება მის ფეისბუკ პოსტს ხელისუფლების დამხობის შესახებ.

სწორედ დეზინფორმაციასთან ბრძოლის საბაბით ცდილობს მთელი წლის განმავლობაში ხელისუფლება საზოგადოების დარწმუნებას იმაში, რომ აუცილებელია ამ საკითხის კანონით რეგულირება, რაც მედიის სპეციალისტების შეფასებით, რეალურად გამოხატვის თავისუფლებისკენაა მიმართული და გააუარესებს მედიაგარემოს ქვეყანაში.
ამ მხრივ, საინტერესოა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომლითაც თვითრეგულირებიდან რეგულირების სფეროში ინაცვლებს მედიის შინაარსთან დაკავშირებული მთელი რიგი საკითხები, მათ შორის სიძულვილის ენის გამოყენება და ა.შ.
ამ კანონპროექტის მიღების აუცილებლობაზე წელს არაერთხელ ალაპარაკდა ხელისუფლება, სულ ბოლოს ფეისბუკიდან ხელისუფლებასთან დაკავშირებული ტროლების წაშლის კომენტირებისას ყოფილმა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ აუცილებელია სატელევიზიო დეზინფორმაციასთან ბრძოლა, რაზეც პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი. მოგვიანებით გაირკვა, რომ სწორედ GNCC-ის მიერ მომზადებულ კანონპროექტზეა საუბარი.
