ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა აჭარის ტელევიიზიის
მრჩეველთა საბჭოს მეხუთე წევრის შესარჩევ კონკურსში მონაწილე 4
კანდიდატის სარჩელი გია ქარცივაძის კენჭისყრის პროცესის შეჩერების
შესახებ.
მეხუთე მრჩევლის შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატებმა: ციალა
ქათამიძემ, არჩილ ხახიტაიშვილმა, ბეჟან გობაძემ და ჯემალ მეგრელიძემ,
ბათუმის საქალაქო სასმართლოს 6 იანვარს მიმართეს. ისინი
კონკურსის მეორე ეტაპზე ვერ გადავიდნენ. კონკურსანტები
ითხოვდნენ მრჩევლობის კანდიდატთა შესარჩევი კომისიის მიერ ბოლო
გასაუბრების შემაჯამებელი ოქმის მოქმედების შეჩერებას, დავის საბოლოო
გადაწყვეტამდე. კონკრეტულად, იმ ნორმების შეჩერებას, რომლის
საფუძველზეც შემაჯამებელი ოქმი შედგა. განმცხადებლები
ამბობდნენ, რომ კონკურსანტების შერჩევისას კომისია კომპეტენციას
გასცდა და დეპუტატებს შემზღუდავი ბარიერები დაუწესა, რაც მათი ნაწილის
ღია განცხადებებში გამოიხატა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ სარჩელი არ
დააკმაყოფილა.
შეგახსენებთ, აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა
საბჭოს მეხუთე წევრი, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” კვოტით
აირჩიეს, საკონკურსო კომისია 9 განმცხადებლიდან უნდა
შეერჩია. კონკურსში მონაწილეობდნენ: ბეჟან გობაძე, თემურ დიასამიძე,
ნათია აფხაზავა, ლაშა ზარგინავა, არჩილ ხახუტაიშვილი, ციალა ქათამიძე,
ჯემალ მეგრელიძე, ირმა ზოიძე და გია ქარცივაძე.
ამ სამი კანდიდატიდან, 8 იანვარს, უმაღლესმა საბჭომ, 15 ხმით აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს მეხუთე წევრად გია ქარცივაძე დაამტკიცა.