22.01.2020
- ნომინაციაში საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან
ელექტრონულ მედიაში პრიზი რადიო თავისუფლების ჟურნალისტს ნინო
თარხნიშვილს გადაეცა, სტატიისთვის - "დათმობდი შენს ორგანოებს სიკვდილის
შემდეგ?"
- ნომინაციაში საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან
ელექტრონულ მედიაში პრიზი მიიღოა ბესო გვენეტაძემ,
გამომცემლობა "ინდიგო", მასალისთვის - "თბილისის ტრანსპორტის არასრული
ანთოლოგია";
- ნომინაციაში საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან
სიუჟეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში
გაიმარჯვა - გიორგი მგელაძემ, "სტუდია
მონიტორი" საგამოძიებო ფილმისთვის "BP-ს ნავთობის პრივილეგირებული ქურდები".
- ნომინაციაში ბლოგი/თვალსაზრისი /სვეტი ბეჭდურ,
ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში გაიმარჯვა - ჯიმშერ
რეხვიაშვილმა, "რადიო თავისუფლება", ბლოგისთვის - "როგორ გავყიდოთ სტალინი"
- ნომინაციაში ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი
ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში პრიზი გადაეცა -
ლაშა ცერცვაძეს, გამომცემლობა "ინდიგო",
ნაშრომისთვის "გესმის კედელი?"
- ნომინაციაში დოკუმენტური ფოტო, რომელიც
ევროკავშირის ფასეულობებს (ადამიანის უფლებები, მათ შორის
უმცირესობათა უფლებები, სოციალური სამართლიანობა, ადამიანის ღირსების
პატივისცემა, სიტყვის თავისუფლება, დემოკრატია, თანასწორობა და
კანონის უზენაესობა) ასახავს და გამოქვეყნებულია ბეჭდურ ან ელექტრონულ
მედიაში გამარჯვებულია - დათო ქორიძე, "რადიო
თავისუფლება", ფოტოსერიისთვის "ჭიათურა, შიმშილობის მე-9
დღე";
- ნომინაციაში კონფლიქტების მიმართ სენსიტიური საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომი, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში მომხდარი სამხედრო კონფლიქტების მხარეებს შორის ნდობისა და მშვიდობის აღდგენას, ეყრდნობა ჟურნალისტური ეთიკისა და პროფესიონალიზმის მაღალ სტანდარტებს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი სამშვიდობო ჟურნალისტიკაში გადაეცა - მამუკა ყუფარაძეს, სტუდია რე, ტელედისკუსიისთვის "ინტერვიუ თემურ ცხურბათთან".
ევროკავშირის პრიზი ჟურინალისტიკაში 2012 წელს დააწესა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ. ის მიზნად ისახავს ქართულ მედიაში იმ ნაშრომების წარმოჩენასა და აღიარებას, რომლებიც პროფესიონალურ ჟურნალისტურ ეთიკასა და პრინციპებს იზიარებენ.
2019 წლის კონკურსი 2019 წლის 2 მაისს გამოცხადდა და განაცხადების მიღება 15 ოქტომბრის ჩათვლით იყო შესაძლებელი.