24.02.2020
მალხაზ რეხვიაშვილის განმარტებით, ამ ეტაპზე საგაფიცვო დოკუმენტს ამზადებენ.
"მთავარი შრომითი უფლებებისა და სარედაქციო პოლიტიკის დაცვა იქნება. ამ ეტაპზე მეტ დეტალზე ვერ ვისაუბრებთ", - ამბობს იგი "მედიაჩეკერთან" საუბარში.
"ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი რედაქცია “სასურველ ტრენდზე” გადასვლისგან. ასე ერთიანები დავხვდებით იმათაც ვინც შეეცდება “გადაგვაბიჯოს” და ჩვენს ადგილებზე დაჯდეს. პასუხისმგებლობა სუს-ის მობილიზებაზე ეკისრება ბიძინა ივანიშვილს. ასე, რომ ეს არ არის უბრალოდ ბრძოლა გიორგი კოხრეიძესთან, ან გიგა ჩხარტიშვილთან, ეს არის ბრძოლა სისტემის წინააღმდეგ", - წერს სოციალურ ქსელში მაუწყებლის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი თეონა ბაკურიძე.
შეგახსენებთ, 24 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ აჭარის ტელევიზიის ახალი ამბების სამსახურის ყოფილ უფროსსა და მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორს მაია მერკვილაძეს, მაუწყებლის დირექტორი გიორგი კოხრეიძე ტოქშოუს გაკეთებას სთავაზობს, 20:00 საათიანი გამოშვების ხელმძღვანელად კი მერკვილაძის ნაცვლად ნინო ხაჟომიას ნიშნავს.