28.02.2020
მაუწყებლის ინფორმაციით, დოკუმენტი, რომელშიც საინფორმაციო სამსახურის უფროსის გათავისუფლების შესახებ წერია, ონლაინ სამსახურს დღეს, 28 თებერვალს, დღის ბოლოს, 19:10 საათზე დირექტორის თანაშემწემ გაუგზავნა. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ შორენა ღლონტი სამსახურიდან მოკვლევის დასრულების შემდეგ ვეღარ დაიკავებს საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციას და ის სხვა თანამდებობაზე იქნება გადანიშნული.
''ახალი ამბების სამსახურის უფროსის, შორენა ღლონტის გადაცდომასთან დაკავშირებით დასრულებულია მოკვლევა და იგი გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან. გათავისუფლების საფუძვლის გაცნობა შეუძლიათ დაინტერესებულ პირებს. მზად ვარ ქალბატონ შორენას შევთავაზო ისეთი პოზიცია, სადაც მას არ ექნება მსგავსი გადაცდომის შესაძლებლობა და მიეცემა პროფესიული საქმიანობის გაგრძელების საშუალება'', - წერია განცხადებაში, რომელიც დირექტორის სახელით ონლაინ სამსახურს გაუგზავნეს.
მაუწყებლის ინფორმაციით, დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ დაკავებულ პოზიციას ტოვებს ტელევიზიის 20:00 საათიანი გამოშვების უფროსად დანიშნული ნინო ხაჟომია, მის მოვალეობას კი ფირუზ ბოლქვაძე შეასრულებს.