16.03.2020
ცვლილებების თანახმად, საკანონმდებლო ორგანოს შენობაში გამოყოფილია გადამღები ჯგუფების მუშაობის კონკრეტული ლოკაციები.
რესპონდენტების ჩასაწერად პარლამენტის სამი (3) ლოკაციაზე განთავსდა ტრიბუნები:
- A კორპუსი მე-3 სართულის ფოიე
- B კორპუსი მე-2 სართული - ბიუროს ოთახის მიმდებარე ფოიე
- B კორპუსი მე-3 სართული - პლენარულ სხდომათა დარბაზის მიმდებარე ფოიე
ამავე ცვლილებების მიხედვით, დროებით შეიზღუდება საპარლამენტო სხდომებზე მედიის წარმომადგენლების უშუალო დაშვება. ბიუროს, პლენარული და საკომიტეტო სხდომების პირდაპირი ტრანსლაცია (სტრიმინგი) იქნება პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე. www.parliament.ge (ტექნიკური შეფერხების შემთხვევაში ვიდეო მასალას მოგაწვდით პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი).
რეკომენდაციების მიხედვით, სასურველია პარლამენტის სასახლეში დღის განმავლობაში ერთი მედიიდან მხოლოდ ორი (2) სამუშაო ჯგუფი მუშაობდეს.