ახალი კორონავირუსული ინფექციის Covid-19-ის გამო, ტელეკომანია
"რუსთავი 2-ის" საინფორმაციო სამსახური მუშაობის საგანგებო რეჟიმზე
გადავიდა.
"კურიერი" ყოველ ერთ საათში მოგაწვდით ამომწურავ ინფორმაციას და
საათში ერთხელ გაგაცნობთ ყველა ახალ ამბავს COVID-19-თან
დაკავშირებით. დარჩით სახლში და ჩვენ - ჟურნალისტები ვიმუშავებთ
იმისთვის, რომ თქვენ სრულად იყოთ ინფორმირებული, თუ როგორ დაიცვათ
საკუთარი თავი და ოჯახის წევრების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება", -
ნათქვამია არხის განცხადებაში, რომელიც დღეს, 20
მარტს გავრცელდა.
შეგახსენებთ, Covid-19-ის გავრცელებამ მედიის დღის წესრიგი და მუშაობის ფორმა შეცვალა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. საქართველოში მომუშავე ონლაინ გამოცემები თითქმის მთლიანად დისტანციურ მუშაობაზე არიან გადასული, მუშაობის სტილი შეიცვალა მაუწყებლებშიც, ზოგ მაუწყებელმა ცვლილებები შეიტანა საეთერო ბადეშიც.
ამ თემაზე იხილეთ:
- Covid 19 - რა შეიცვალა საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობაში
- Covid 19 - როგორ უმკლავდება რადიო თავისუფლება დისტანციური ჟურნალისტიკის გამოწვევებს
- სპორტული გაზეთი "ლელოს" გამოცემა დროებით შეჩერდა
საერთაშორისო ამბები:
- როგორ შეცვალა მსოფლიო მედიის მუშაობა COVID-19-მა
- Covid 19 - როგორ მუშაობს დისტანციური ჟურნალისტიკა აშშ-ში
20 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 43 დადასტურებული შემთხვევაა; 1 ადამიანი გამოჯანმრთელდა; კარანტინის რეჟიმშია -1925, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 271 ადამიანი.