18.04.2020
საუბარია დღეს, 18 აპრილს მომხდარ შემთხვევაზე. "მთავარი არხის" ინფორმაციით, ქუთაისის ერთ-ერთი ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ილია კარკაძემ მრევლს ამბიონიდან “ჟურნალისტ ირაკლი ვაჩიბერიძის გაკოჭვისადა პოლიციის გამოძახებისკენ მოუწოდა.
ჟურნალისტის განმარტებით, მისი მისამართით დეკანოზის გაღიზიანება გამოიწვია 7 აპრილს ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით გაკეთებულმა სიუჟეტმა, რომლის მომზადების დროსაც ჟურნალისტი სხვადასხვა ტაძარს სტუმრობდა სიტუაციის აღწერის მიზნით და იმის გასარკვევად თუ როგორ ყიდდნენ ბზას.
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ მიიჩნევს, რომ გავრცელებული ვიდეომასალა შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და საგამოძიებო ორგანოები ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.
"მივმართავთ საქართველოს მთავრობას დაიცვას ჟურნალისტები მსგავსი თავდასხმისა თუ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლისაგან", - ვკითხულობთ მედიაკოალიციის განცხადებაში.