29.04.2020
მანამდე "მთავარი არხი" საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ დატოვა. 21 აპრილიდან იგი “TV პირველის” მთავარ პროდიუსერად დაინიშნა.
ნოდარ მელაძის წამოსვლის შემდეგ, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ არხს სხვა თანამშრომლებიც ტოვებდნენ.
რა გახდა არხიდან თანამშრომლების წამოსვლის მიზეზი, ამ დრომდე, ამაზე უკვე ყოფილი თანამშრომლები ღიად არ საუბრობენ. "მედიაჩეკერს" ჰქონდა მცდელობა ნოდარ მელაძეს დაკავშირებოდა, თუმცა, მან ჩვენს ზარებსა და შეტყობინებებს არ უპასუხა. მოგვიანებით, მან ინტერვიუ მისცა ონლაინგამოცემა "ნეტგაზეთს", რომელშიც მან თქვა, რომ შიდა სამზარეულოზე და გარკვეულ თემებზე საჯაროდ საუბარი არ სურს.