03.05.2020
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ჟურნალისტს ან ჟურნალისტთა ჯგუფს, რომლებსაც გამოქვეყნებული აქვთ ნამუშევრები 2019 წლის 15 ოქტომბრიდან 2020 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით.
საპრიზო კატეგორიებია:
- სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში;
- სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში;
- საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში;
- ბლოგი/თვალსაზრისი /სვეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;
- ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;
- დოკუმენტური ფოტო, რომელიც ევროკავშირის ფასეულობებს (ადამიანის უფლებები, მათ შორის უმცირესობათა უფლებები, სოციალური სამართლიანობა, ადამიანის ღირსების პატივისცემა, სიტყვის თავისუფლება, დემოკრატია, თანასწორობა და კანონის უზენაესობა) ასახავს და გამოქვეყნებულია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში;
- კონფლიქტების მიმართ სენსიტიური საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომი, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში მომხდარი სამხედრო კონფლიქტების მხარეებს შორის ნდობისა და მშვიდობის აღდგენას, ეყრდნობა ჟურნალისტური ეთიკისა და პროფესიონალიზმის მაღალ სტანდარტებს (ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი სამშვიდობო ჟურნალისტიკაში).
პირველ ექვს კატეგორიაში თითოეულ გამარჯვებულს გადაეცემა ფულადი ჯილდო 1500 ევროს ოდენობით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრიზის მფლობელი კი ლონდონში ,,ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტში“ ერთთვიან სტაჟირებას გაივლის.
კონკურსი “ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში” წელს მეცხრედ ცხადდება. ევროკავშირის პრიზი ჟურინალისტიკაში-საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინიციატივაა. ის მიზნად ისახავს ქართულ მედიაში იმ ნაშრომების წარმოჩენასა და აღიარებას, რომლებიც პროფესიონალურ ჟურნალისტურ ეთიკასა და პრინციპებს იზიარებენ.
იხილეთ: ევროკავშირის პრიზის 2019 წლის გამარჯვებულები