21.05.2020
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ფეისბუკ გვერდზე სოლიდარობის გამომხატველი ქავერი განათავსეს - ჰეშთეგით #სოლიდარობააჭარისმაუწყებლისჟურნალისტებს.
აქციას 25-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია შეუერთდა, მათ შორის:
- საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
- თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
- ფონდი ღია საზოგადოება საქართველო
- დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
- ადამიანის უფლებათა ცენტრი
- მედიის განვითარების ფონდი
- ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი
- საქართველოს ეროვნული პლატფორმა
- სამართლიანი არჩევნები
- საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
- საზოგადოება „ბათომი“
- საზოგადოება და ბანკები
- სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
- საქართველოს პენცენტრი
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
- დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
- პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
- კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი
- უფლებები საქართველო
- ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის
- საფარი
- მწვანე სექტორი
- საზოგადოებრივი განვითარების აკადემია
არასამთავრობო ორგანიზაციების აქციას შეუერთდა "კოალიცია თანასწორობისთვის" და "საქართველოს ეროვნული პლატფორმა".
სოლიდარობის კამპანიის ინიციატორია კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის". აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტების მხარდასაჭერი აქცია კოალიცია "მედიის ადვოკატირებისათვის" ორგანიზებით უკვე მესამედ გაიმართა. აქციის ფარგლებში, 3 მაისს, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, 19:00 საათზე 20-მდე ეროვნულმა და რეგიონულმა მაუწყებელმა ერთი წუთით ეთერი გათიშა და ეკრანზე გამოჩნდა წარწერა: "სოლიდარობა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს". ხოლო 13 მაისს სოლიდარობის კამპანიაში ონლაინგამოცემები, რადიოები და ონლაინტელევიზიებიც ჩაერთვნენ. 35-ზე მეტმა მედიასაშუალებამ ერთი დღით სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდებზე, მთავარი ფოტო სოლიდარობის გამომხატველი ფოტოთი შეცვალა.
ამ აქციებით მედიასაშუალებები, ჟურნალისტები და სამოქალაქო სექტორი სოლიდარობას უცხადებენ აჭარის ტელევიზიის იმ თანამშრომლებს, რომლებსაც ტელევიზიის ახალი დირექტორის, გიორგი კოხრეიძის დანიშვნის შემდეგ ცვლილებები შეეხო. ბოლო ოთხ თვეში გიორგი კოხრეიძემ გაათავისუფლა ან არსებითად განსხვავებულ პოზიციაზე გადაიყვანა მაუწყებლის თანამშრომელმლები, რომლებიც კრიტიკული პოზიციით გამოირჩევიან.