23.06.2020
შემდეგ ეტაპზე გადასული კანდიდატების სია ასეთია:
- ზაზა აბაშიძე - 9 ხმით
- თამარ ამაშუკელი - 8 ხმით (1-მა თავი შეიკავა)
- ნათია კაპანაძე - 8 ხმით (1-მა თავი შეიკავა)
- გია მურღულია - 7 ხმით (2 უარყოფითი)
- ბონდო მძინარაშვილი - 6 ხმით ( 3 უარყოფითი)
- დოდო შონავა - 7 ხმით (2 უარყოფითი)
- კონსტანტინე ჩლაიძე - 5 ხმით (3 უარყოფითი, 1-მა თავი შეიკავა)
- ზაურ ხალილოვი - 9 ხმით
აღნიშნული კანდიდატებიდან, სამ ვაკანტურ პოზიციაზე ერთი კანდიდატი უმრავლესობამ უნდა შეარჩიოს, ორი კი უმრავლესობის მიღმა დარჩენილმა პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთმა მეოთხედმა და 10 კალენდარული დღის ვადაში პარლამენტს წარუდგინოს ასარჩევად.
მეურვეობის კანდიდატები 9-წევრიანმა კომისიამ შეარჩია. კომისიის წევრები იყვნენ:
- ეკა ხოფერია – ჟურნალი “სითის” რედაქტორი და დამფუძნებელი;
- სოფო ნარჩემაშვილი – ტელეწამყვანი, ჟურნალისტი;
- მარიამ გოგოსაშვილი – ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი;
- თორნიკე გურული – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
- დავით ცხადაძე – კინოოპერატორი, ხელოვნებათმცოდნე;
- მაკო ჯაოშვილი – მართვისა და კომუნიკაციის სერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ „ალტერბრიჯის“ ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი;
- ერმილე მესხია – ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი;
- ანი კიკნაძე – მედიაკავშირი “ობიექტივი”, საინფორმაციო სამსახურის უფროსი;
- გიორგი ნონიაშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარი, მოწვეული პედაგოგი.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო სულ 9 წევრისგან შედგება. მეურვის უფლებამოსილების ვადა არაუმეტეს 6 წელია. სამეურვეო საბჭოს შემადგენლობის ერთი მესამედი როტაციის წესით 2 წელიწადში ერთხელ იცვლება. ერთი და იგივე პირი კი მეურვედ 1 ვადაზე მეტი ხნით არ შეიძლება აირჩეს.