24.08.2020
GNCC-ის ინფორმაციით, მეორე კვარტალში ყველაზე მეტი შემოსავალი - 5.4 მილიონი ლარი ტელეკომპანია “იმედმა” მიიღო.
სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები მაუწყებლებზე შემდეგნაირად გადანაწილდა:
- იმედი - 5.4 მილიონი ლარი
- რუსთავი 2 – 2.1 მილიონი ლარი
- მთავარი არხი - 1.3 მილიონი ლარი
- ტელეკომპანია პირველი - 0.8 მილიონი ლარი
- GDS TV- 0.5 მილიონი ლარი
- POSTV - 0.4 მილიონი ლარი
- ფორმულა - 0.3 მილიონი ლარი
- რ.ბ.ჯ. – 0.2 მილიონი ლარი
- სეტანტა ჯორჯია – 0.1 მილიონი ლარი
- სტუდია მაესტრო - 0.1 მილიონი ლარი
- სხვა - 0.9 მილიონი ლარი
“კომუნიკაციების კომისიის პროგნოზით, მიუხედავად პანდემიით გამოწვეული ნეგატიური შედეგებისა, თუ ქვეყანაში COVID-19-ის ახალი ტალღა არ იქნება, კომერციული სექტორის სარეკლამო აქტივობები კლებას დააბალანესებს და წლის ჭრილში, 2020 წელს სარეკლამო ბაზარზე კლების მაღალი მაჩვენებელი არ დაფიქსირდება”, - აცხადებს GNCC.
სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, განცხადებებს და ტელეშოპინგს მოიცავს.