22.09.2020
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის შესარჩევი
კონკურსის მეორე ეტაპზე ოთხი კანდიდატი გადავიდა - თინათინ
ბერძენიშვილი, ირმა სოხაძე, ხათუნა ლაგაზიძე და ალექსანდრე
ვახტანგოვი.
კანდიდატებს შორის ხმები შემდეგნაირად
გადანაწილდა:
- თინათინ ბერძენიშვილი - 9 ხმა;
- ირმა სოხაძე - 7 ხმა;
- ხათუნა ლაგაზიძე - 7 ხმა;
- ალექსანდრე ვახტანგოვი - 5 ხმა.
კონკურსში სულ 8 კანდიდატი მონაწილეობდა:
- ალექსანდრე ვახტანგოვი - იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი 2014-2016 წლებში;
- რევაზი შალიბაშვილი - პროფესიით რეჟისორი, ეს მისი მეორე მცდელობაა დირექტორის კონკურსში;
- გია ტოგონიძე - მეორე არხის პროგრამების ყოფილი დირექტორი;
- გოჩა ტყეშელაშვილი - გადაცემა "ეტალონის" ყოფილი წამყვანი;
- ირმა სოხაძე - მომღერალი, პოლიტოლოგი. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი იყო 2008-2009 წლებში;
- თინათინ ბერძენიშვილი - საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე. ამჟამად ასრულებს მაუწყებლის დირექტორის მოვალეობას;
- ხათუნა ლაგაზიძე - პოლიტოლოგი;
- თამაზ ბიბილური -პროფესიით ტელევიზიის რეჟისორი, თსუ-ს პროფესორი;
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ირინა ფუტკარაძის თქმით, დირექტორს სავარაუდოდ პარასკევს, 25 სექტემბერს აირჩევენ. იქამდე კანდიდატებთან გასაუბრებები გაიმართება.
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე კონკურსი 18 აგვისტოს, მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ყოფილმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა დატოვა.
ახალი დირექტორის არჩევამდე, გენერალური დირექტორის მოვალეობას დირექტორის მოადგილე, თინათინ ბერძენიშვილი ასრულებდა.