23.03.2021
კონკურსის გამარჯვებულები არიან:
- საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში:
ფინალისტები: გელა მთივლიშვილი და თამარ მშვენიერაძე
- საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში:
ფინალისტები: ლაშა ორჯონიკიძე და ირაკლი იმნაიშვილი
- საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში:
ფინალისტები: ია ასათიანი და მარიკა დუდუნია
- საუკეთესო ბლოგი/საავტორო სტატია/სვეტი ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში:
ფინალისტები: გიორგი ჭკადუა და თეა თოფურია
- საუკეთესო ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში:
გამარჯვებული: ეკა ქევანიშვილი, ნაშრომისთვის - ბავშვები პროსტიტუციაში, "რადიო თავისუფლება "
ფინალისტები: მარიამ ჯაჭვაძე და ნანუკა ბრეგაძე
- საუკეთესო დოკუმენტური ფოტო, რომელიც ევროკავშირის ფასეულობებს ასახავს:
ფინალისტები: ნათელა გრიგალაშვილი და მანო სვანიძე
- კონფლიქტების თემატიკასთან დაკავშირებული საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომი (ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის EUMM სპეციალური პრიზი):
ფინალისტები: მაია ფიფია, გიორგი ჩაგელიშვილი და ნინო ლომაძე
პირველ ექვს კატეგორიაში თითოეული გამარჯვებული ფულადი ჯილდოს სახით დაახლოებით 6 000 ლარს მიიღებს, ხოლო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრიზის მფლობელი გაივლის ერთთვიან სტაჟირებას „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტში“ ლონდონში.
„ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2020-ში" 126 განაცხადი შევიდა. კონკურსში მონაწილეობდა ნამუშევრები, რომლებიც პირველად გამოქვეყნდა, გაშუქდა ეთერში ან განთავსდა ინტერნეტში 2019 წლის 15 ოქტომბრიდან 2020 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით.
საკონკურსო ნაშრომები ოთხკაციანმა ჟიურიმ განიხილა.
ჟიურის წევრები იყვნენ:
- ნინო ივანიშვილი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლის დეკანია, საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როიტერსში“ მუშაობის 20-წლიანი გამოცდილებით როგორც კავკასიის ბიუროს უფროს სატელევიზიო პროდიუსერად, ასევე შემდგომ დსთ-ს ბიუროს უფროს სატელევიზიო პროდიუსერად. 2009 წელს ნინო ივანიშვილს მიღებული აქვს „როიტერსის“ საუკეთესო ჟურნალისტის წოდება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გაშუქებისთვის.
- ეკატერინე ფირცხალავა „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ ლექტორი და მედია ტრენერი, ჟურნალისტიკაში 25-წლიანი მუშაობის გამოცდილებით. ეკატერინე, როგორც მედია კონსულტანტი, საერთაშორისო ფონდების მხარდაჭერით თანამშრომლობს საქართველოს, უკრაინის, მოლდოვისა და აზერბაიჯანის მედია ორგანიზაციებთან და განსაკუთრებით ხელს უწყობს დამოუკიდებელი, ონლაინ მედიის გაძლიერებას საქართველოს რეგიონებში.
- მაიკლ რენდელი, „ემი“-ს პრემიის ლაურეატი მედია კონსულტანტი, რომელსაც 20 წელზე მეტი გამოცდილება აქვს ყოფილ საბჭოთა კავშირში მედიის განვითარების პროექტების შემუშავებასა და განხორციელებაში, ძირითადად BBC-ს სახელით. 2019 წელს მაიკლი ხელმძღვანელობდა დამოუკიდებელი მედიის საჭიროებების 12-თვიან შეფასებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში. მისი გამოცდილება საქართველოში ასევე მოიცავს პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებრივი რადიოსადგურების განვითარებას ჯავახეთსა და ქვემო ქართლში Studio Re-სთან თანამშრომლობით.
- იუსტინა მიელნიკევიჩი არის World Press ფოტოს, Canon-ის ,,საუკეთესო ფოტოჟურნალისტი ქალის” და სხვა პრემიების მფლობელი ფოტოგრაფი პოლონეთიდან, რომლის ნამუშევრები გამოქვეყნებულია ისეთ საერთაშორისო გამოცემებში, როგორიცაა The New York Times, National Geographic, Newsweek, Le Monde, Stern და სხვა. 2014 წელს იუსტინამ წიგნად გამოსცა თავისი ფოტოები სახელწოდებით: ”ქალი მაიმუნით - კავკასია მოკლე ჩანაწერებსა და ფოტოებში”. 2019 წელს მის მიერ გამოცემული წიგნი "უკრაინა ამას გაივლის” შეირჩა Paris Photo-ს და Aperture- ის 20 საუკეთესო წიგნს შორის.
ჟიურის საკონსულტაციო ფუნქცია ჰქონდა, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება გამარჯვებულების შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ იყო მიღებული. დაჯილდოება გაიმართა სრულად ციფრულ სივრცე „ჰოლოზეუმში“ Covid–თან დაკავშირებული უსაფრთხოების ყველა წესის გათვალისწინებით.
„2020 წელი ძალიან
რთული იყო, მათ შორის ჟურნალისტებისთვისაც, ვინაიდან მათ წინა ხაზზე
უწევდათ ყოფნა იმისათვის, რომ ჩვენ Covid-პანდემიის შესახებ საჭირო
ინფორმაცია მიგვეღო. იმ გამოწვევების ფონზე, რომლის წინაშეც დღეს
ჟურნალისტები დგანან, იქნება ეს პოლიტიკური და ეკონომიკური
სირთულეები, თუ დეზინფორმაციასთან ბრძოლა, ევროკავშირი ჟურნალისტური
ეთიკის ერთგულ დამცველად რჩება. ამიტომ, ჩვენთვის საამაყოა
საქართველოში ამ ყოველწლიური კონკურსის ჩატარება, რომლის მიზანს
ჟურნალისტური ეთიკის, პროფესიონალიზმისა და ხარისხის უმაღლესი
სტანდარტების მქონე ჟურნალისტების დაჯილდოება წარმოადგენს“,
- განაცხადა კარლ ჰარცელმა დაჯილდოებისას.
„დამოუკიდებელი,
კონფლიქტების მიმართ სენსიტიური ჟურნალისტიკა მნიშვნელოვანია ნდობისა
და მშვიდობის აღდგენისათვის. სწორედ ამიტომ, ევროკავშირის
მონიტორინგის მისიისათვის პატივია, ყოველწლიურად დააჯილდოვოს ამ
მიმართულებით საქართველოში მომზადებული რამდენიმე საუკეთესო
ჟურნალისტური ნაშრომი. მედია უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ძლიერი,
ჯანსაღი და მშვიდობიანი დემოკრატიული საზოგადოებების მშენებლობაში და
ძალიან სასიხარულოა იმის დანახვა, თუ როგორ ასრულებენ ჟურნალისტები
საკუთარ მისიას", - თქვა ევროკავშირის
სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მარეკ შჩიგელმა.
რედ.: მასალას ეტაპობრივად ემატება გამარჯვებული
ნამუშევრების სახელწოდებები და ბმულები