05.07.2021
ორგანიზაცია განცხადებას Twitter-ზე ავრცელებს და ხელისუფლებას მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმების დაგმობისკენ მოუწოდებს.
“რეპორტიორები საზღვრებს გარეშე გმობს ჟურნალისტებზე მასობრივ თავდასხმებს და ხელისუფლებას მოუწოდებს დაგმოს და ნათელი მოჰფინოს ყველა თავდასხმას", - ნათვქამია განცხადებაში.
“თბილისი
პრაიდის” მოწინააღმდეგე რადიკალური ძალადობრივი ჯგუფები დღეს
ჟურნალისტებს თავს დაესხნენ. ჩვენი ინფორმაციით, დაშავებულია მედიის
40-მდე წარმომადგენელი, განადგურებულია გადამღები ჯგუფების
ტექნიკა. საავადმყოფოში გადაიყვანეს "რუსთავი 2-ის" და "ტვ
პირველის" ოპერატორები. მედიების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ
აქციაზე შეკრებილები სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ
ჟურნალისტებს და ტერიტორიის დატოვებას აიძულებენ.