ჟურნალისტთა საერთაშორისო ორგანიზაციები მედიაზე თვადასხმებს გმობენ
05.07.2021
“პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი” და “ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია” ძალადობრივი ჯგუფების მიერ თბილისში ჟურნალისტებზე თავდასხმას გმობენ.

“პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს რადიკალური ჯგუფების მიერ ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმის გამო და ხაზს უსვამს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ თავდამსხმელების სწრაფად იდენტიფიცირებისა და პასუხისმგებლობაში მიცემის აუცილებლობას.

განცხადებას ავრცელებს “ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციაც” - „თბილისში „პრაიდის“ მსვლელობის დროს დემონსტრანტები ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტებს და დაამტვრიეს ტექნიკა. ეს შეუწყნარებელი შეტევაა ინფორმაციის თავისუფლებაზე. დაუსჯელობა უნდა დასრულდეს“ - ნათქვამია ორგანიზაციის ტვიტერის გვერდზე.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ