06.07.2021
დაკავებულებს ბრალი სამი მუხლით წარედგინათ:
- ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა ჩადენილი ძალადობის მუქარით (სსკ-ის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით)
- დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით (156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით)
- ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის (225-ე მუხლის ნაწილით) წარედგინათ.
წარდგენილი ბრალდებები 4 წლიდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
"ბრალდების მხარე დაზარალებულების კანონიერი ინტერესების დასაცავად,
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა საჭირო ქმედებას
განახორციელებს", - ნათქვამია პროკურატურის
განცხადებაში.პროკურატურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, დაზარალებულად ცნობილია 17 ჟურნალისტი და ოპერატორი.
5 ივლისს, თბილისში “თბილისი პრაიდის” მიერ დაგეგმილი “ღირსების მარშის” წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ძალადობრივი ჯგუფები მედიის წარმომადგენლებს თავს დაესხნენ, აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას და ხელს უშლიდნენ ჟურნალისტური საქმიანობის შესრულებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სულ დაშავებულია მედიის 53 წარმომადგენელი. ჩვენ ამ დროისთვის 48 ჟურნალისტის, ოპერატორის და ფოტორეპორტიორის იდენტიფიცირება შევძელით. მათი ნაწილი მძიმე დაზიანებებით ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.