09.07.2021
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ აქციის მიმდინარეობის დროს, ორმა ბრალდებულმა ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, "tv პირველის" ჟურნალისტსა და ოპერატორს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ორმა ბრალდებულმა კი რუსთაველის გამზირზე ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ოპერატორს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 26-ე მუხლის (ძალადობა) 1-ლი ნაწილი, 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლ) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) მიმდინარეობს.
8 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ “რუსთავის 2-ის”, “მთავარი არხის”, “ტაბულასა” და „ნიუპოსტის“ ჟურნალისტებზე თავდასხმაში ბრალდებულ 3 პირს შეუფარდა პატიმრობა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, ჟურნალისტებზე თავდასხმის, დევნისა და ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე სულ 15 პირია დაკავებული. დაზარალებულად 19 ჟურნალისტია ცნობილი.