10.07.2021
დაკავებულები არიან “რადიო თავისუფლების” რეპორტიორებზე, ტელეკომპანია „იმედის“ ოპერატორზე და „ფორმულას” ჟურნალისტსა და ფოტორეპორტიორზე თავდამსხმელები. საოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ოპერატორზე თავდამსხმელს კი ბრალი წარედგინა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე -2, 156-ის მე -2 ნაწილის "ა" და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს..
შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით, გამოძიება გრძელდება.
5 ივლისს, თბილისში “თბილისი პრაიდის” მიერ დაგეგმილი “ღირსების მარშის” წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ძალადობრივი ჯგუფები მედიის წარმომადგენლებს თავს დაესხნენ, აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას და ხელს უშლიდნენ ჟურნალისტური საქმიანობის შესრულებაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სულ დაშავებულია მედიის 53 წარმომადგენელი. ჩვენ ამ დროისთვის 50 ჟურნალისტის, ოპერატორის და ფოტორეპორტიორის იდენტიფიცირება შევძელით. მათი ნაწილი მძიმე დაზიანებებით ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის დაზარალებულად 19 ჟურნალისტია ცნობილი.