11.07.2021
ორგანიზაციები "ტვ პირველის" ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, უარი თქვა საკუთარი ფუნქციის შესრულებასა და ადამიანთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვაზე.
ორგანიზაციები მოითხოვენ, რომ:
- საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საქართველოს შსს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დაუყოვნებლივ დატოვონ დაკავებული თანამდებობა
- ძალადობის ყველა ორგანიზატორი, მონაწილე და წამქეზებელი, მიუხედავად მათი სტატუსისა, დაისაჯოს კანონის სრული სიმკაცრით.
განცხაებას შემდეგი ორგანიზაციები აწერენ ხელს:
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
- მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC)
- საფარი
- საზოგადოება და ბანკები
- მედიის განვითარების ფონდი (MDF)
- საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
- ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
- ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი
- საქართველოს ატლანტიკური საბჭო
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
- საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TI Georgia)
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
- კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი
- გაეროს ასოციაცია
- მწვანე ალტერნატივა
- თბილისი პრაიდი
- დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
- საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია